ბრაზილიის ქალთა, ოჯახისა და ადამიანის უფლებათა საკითხის მინისტრმა დამარეს ალვესმა მადრიდის "რეალის" ყოფილ შემტევ რობინიოს საჩქარო დაპატიმრება მოითხოვა.
"ჩქარა, ციხეში. მეტის თქმა არ შემიძლია. აპელაცია შესაძლებელია, თუმცა არის ხალხის ჩვენება, აუდიოჩანაწერები. მეტი რა გინდათ? ციხე.
არცერთი მოძალადე არაა აპლოდისმენტების ღირსი. ბიჭს მოედანზე დაბრუნება და საკუთარი თავისგან გმირის შექმნა უნდა", - თქვა ალვესმა.
გასული წლის ნოემბერში რობინიოს გაუპატიურების გამო თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. დანაშაული 2013 წელს, მილანში მოხდა და იქაურმა სასამართლომ რობინიო და კიდევ 5 მამაკაცი ალბანელი გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში
ცნო დამნაშავედ. თავად ბრაზილიელი ბრალს არ აღიარებს.
11 ოქტომბერს რობინიომ "სანტოსთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა 6 დღეში კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება გაწყდა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით