ვლადიმირ ვაისი შეიძლება სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდეს

AutoSharing Option
სლოვაკური "სპორტის" ცნობით, მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.

მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა შანსებს გამოცემა ასე აფასებს:

მარტინ შეველა (30%), სტეფან ტარკოვიჩი (20%), ალბერტ რუსნაკი (10%), პაველ ვრბა (10%) და ადიან ბოლი (5%). კანდიდატებს შორის სახელდება "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაც.

ვლადიმირ ვაისი - 10%

"ეს უდავოდ საუკეთესო კანდიდატი
იქნება, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა მას რამდენიმე დაბრკოლება აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ასევე იბრძვის ევროპირველობაზე გასასვლელად და ნოემბერში პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლობაც რომ განიცადოს, ვაისის მოწვევა ადვილი მაინც არ იქნება.

ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისტორიულ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდეგ გამოცდილმა მესაჭემ მუშაობა დაასრულა. მისი და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობა იდეალური არ არის და ყინულის გალღობა ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
წინ ჯერ მაკედონიასთან თამაშია... იმედია, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი. შემდეგ სლოვაკეთი.
tngh
20 ოქტომბერი 2020 18:46
9
წადი ვაისარ გაუშვა ეს შანსი ხელიდან დაგვასვენე
Gaguuuu
20 ოქტომბერი 2020 18:34
107
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული