სლოვაკური "სპორტის" ცნობით, მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.
მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა შანსებს გამოცემა ასე აფასებს:
მარტინ შეველა (30%), სტეფან ტარკოვიჩი (20%), ალბერტ რუსნაკი (10%), პაველ ვრბა (10%) და ადიან ბოლი (5%). კანდიდატებს შორის სახელდება "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაც.
ვლადიმირ ვაისი - 10%
"ეს უდავოდ საუკეთესო კანდიდატი
იქნება, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა მას რამდენიმე დაბრკოლება აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ასევე იბრძვის ევროპირველობაზე გასასვლელად და ნოემბერში პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლობაც რომ განიცადოს, ვაისის მოწვევა ადვილი მაინც არ იქნება.
ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისტორიულ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდეგ გამოცდილმა მესაჭემ მუშაობა დაასრულა. მისი და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობა იდეალური არ არის და ყინულის გალღობა ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.
დიდი ბოდიში, მაგრამ ერტა ლიგის ჯგუფი ჩაკვეტაძემ მოიგო და არა ვაისმა.
კაცი თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს (ვარსკვლვავებს არ წყვეტს, მაგრამ გეგმა-მინიმუმს მიუყვება), ასე თუ ისე ყველას აძლევს შანსს (2-3 "საყვარელი" ფეხბურთელი, ყველა მწვრთნელს ყავს ხოლმე, რომელსაც შედარებით თანაბარ პირობებში, სხვა ოდნავ უკეთესს ფეხბურთელს ამჯობინებს). გუნდში ნორმალური გარემოა შექმნილი, არ იგრძნობა ის დაძაბულობა, რაც ყოველთვის არსებობდა ჩვენთან.
ბოღმით გაჟღენთილი კომენტარების ავტორები რას ითხოვთ? რომ თანაბარი დონის გუნდები, ყველა დიდი ანგარიშით გაიტანოს, ბობოლებთან არ წააგოს და ა.შ.?
სანახაობრივი ფეხბურთი გინდათ, ნორმალური თავდამსხმელის არარსებობის პირობებში?
მეც მინდა, რომ ლივერპულის ან ბაიერნის სტილი გვქონდეს, მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალები.
ელემენტარული უდანაკლისო შემადგენლობა არასდროს შეგროვებულა, საწყის ეტაპზე საწყის ეტაპზე ხან ანანიძე არ გვყავდა, ხან ოქრიაშვილი, ხან მჭედლიძე. (მაშინ ჯერ ჩაკვე და კვარა ჯერ ახლოსაც არ იყვნენ ნაკრებთან) მერე ჩაკვეტაძე გამოჩნდა და ისიც დაიმტვრა. ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების დიდი ნაწილი სკამს ხეხავს საკუთარ კლუბებში და თქვენ კიდე ამ შედეგით უკმაყოფილოები ხართ? ცოტა ჩამოდით დედამიწაზე და ადექვატურად შეხედეთ გარემოს.
თუნდაც ფედერაციას, რომ ლანძღავთ მუდამ. სწორ საქმეს აკეთებენ, ბაზებით იწყებენ, რაც შედეგს მოიმკის, როდესაც ნორმალურ ბაზებზე აღზრდილი ფეხბურთელები გაიზრდებიან და ტრავმებისკენ ეგეთი მიდრეკილება აღარ ექნებათ, როგორც ბეტონზე გადაკრულ საფარზე გაზრდილ თაობას.
მაგრამ სად შეგვიძლია წინ გახედვა, მარტო დღევანდელით, რომ ვცხოვრობთ და წარსულს მივსტირით...