
გროზნოს "ახმატისა" და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდების მატჩის შემდეგ მსაჯი ბოგდან გოლოვკო სცემეს.
არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის სპორტის საკითხებში მრჩევლის, ჰაიდარა ალხანოვის შვილმა, საიდ-ჰუსეინ ალხანოვმა მიაყენა, რომელიც კლუბის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
ჩეჩნურმა კლუბმა მსაჯს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს დასჯის.
თავად კადიროვი "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია და მატჩებისას ხშირად მიკროფონით აგინებს მსაჯებს.