მარადონა: სიხარულით გავუტანდი ინგლისს კიდევ, ახლა მარჯვენა ხელით

AutoSharing Option
დიეგო მარადონამ, რომელიც 30 ოქტომბერს 60 წლისა გახდება, საჩუქრის შესახებ იხუმრა.

"ვნანობ თუ არა, რომ ინგლისელებს მექსიკაში ხელით გავუტანე? არა. მეტიც, შესაძლებლობა რომ მქონდეს, საჩუქრის სახით სიხარულით გავუტანდი კიდევ, ახლა მარჯვენა ხელით.

არაფერს ვნანობ. შესაძლოა იმას, რომ "მარსელში" არ ვითამაშე. პრეზიდეტი ბერნარ ტაპი და მწვრთნელი მიშელ იდალგო მაშინ დამიკავშირდნენ, როდესაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი. ორჯერ მეტ ხელფასს დამპირდნენ, ვიდრე "ნაპოლიში" ვიღებდი. "ნაპოლის" პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ მითხრა, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გამიშვებდა. ეს ვერ შევძელით", - ციტირებს მარადონას "ფრანს ფუტბოლი".

მან
აგრეთვე თქვა, რომ ლეო მესი და რონალდო დაახლოებით თანაბარი კლასის ფეხბურთელები არიან და სხვებს გაცილებით სჯობიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული