ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი ბრაზილიელი რონალდოა, მაგრამ გამომდინარე მისი კარიერიდან, ვერც მასზე ვამბობ, რომ ერთადერთი საუკეთესოა. ზიდანის ელეგანტურობა, ანრის გამორჩეული მანერა, ინიესტას გონიერება და კიდევ მრავალთა განსაკუთრებული თვისებები გვიყალიბებს მათ მიმართ სიმპათიას და ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი.
ყველაზე ქარიზმატული და მთელი გუნდის სულისჩამდგმელი მარადონა გახლდათ, რომელმაც სკეპტიკოსების
და როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მესის, საფეხბურთო კლასის მიხედვით, უფრო აამაღლებს? ის ხომ მხოლოდ ტიტულია, თორემ მინდორზე მისი მოქმედება მუნდიალების ვერმოგების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო.
ხშირად მესის და კრიშტიანოს შედარებისას მთავარი საფეხბურთო კრიტერიუმი უგულებელყოფილია, რადგან მესისთვის ცენტრიდან თამაში და უშუალოდ ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება ერთი და იმავე წარმატებით ხდება, ხოლო კრიშტიანო "რეალში" მისვლის შემდეგ, განსხვავებით "მანიუსგან", მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდია და სწორედ აქ ხდება გატანილ გოლებსა და სტატისტიკაზე აპელირება, რაც არასწორი განსაზღვრა მგონია.
ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ მტკიცება - მესი თუ რონალდო, არა გემოვნების საკითხი, არამედ ამ დიდებულების არასწორად აღქმაა.
მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თუ არა მესიმ, მისი საფეხბურთო კლასი, ნიჭი და ხელოვნება გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს, ისევე, როგორც კრიშტიანოს გოლეადორული თვისებები და მუდმივი სწრაფვა პირველობისკენ.
იყო კიდევ ერთი ბრაზილიელი, ალბათ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ფეხბურთის ზარმაცი ჯადოქარი, რონალდინიო. წარმომიდგენია რეებს მიაღწევდა კრიშტიანოს დისციპლინა და თვისებები რომ ჰქონოდა