მესი თუ რონალდო? მარადიულად უპასუხო კითხვა [ბლოგი]

AutoSharing Option
უმეტეს შემთხვევაში, სიყვარული, მოწონება და სიმპათია ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ ვერ გამოხატავს რეალურ სურათს. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე დიდ სიმპათიას და სიყვარულს ფერნანდო ტორესი იწვევდა, მაგრამ ხომ აბსურდი იქნება მტკიცება, რომ ის ყველას სჯობს? 

ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი ბრაზილიელი რონალდოა, მაგრამ გამომდინარე მისი კარიერიდან, ვერც მასზე ვამბობ, რომ ერთადერთი საუკეთესოა. ზიდანის ელეგანტურობა, ანრის გამორჩეული მანერა, ინიესტას გონიერება და კიდევ მრავალთა განსაკუთრებული თვისებები გვიყალიბებს მათ მიმართ სიმპათიას და ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი.

ყველაზე ქარიზმატული და მთელი გუნდის სულისჩამდგმელი მარადონა გახლდათ, რომელმაც სკეპტიკოსების
"გულის გასახარად" ყველას დაანახა თავისი სიდიადე.

და როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მესის, საფეხბურთო კლასის მიხედვით, უფრო აამაღლებს? ის ხომ მხოლოდ ტიტულია, თორემ მინდორზე მისი მოქმედება მუნდიალების ვერმოგების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო.

ხშირად მესის და კრიშტიანოს შედარებისას მთავარი საფეხბურთო კრიტერიუმი უგულებელყოფილია, რადგან მესისთვის ცენტრიდან თამაში და უშუალოდ ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება ერთი და იმავე წარმატებით ხდება, ხოლო კრიშტიანო "რეალში" მისვლის შემდეგ, განსხვავებით "მანიუსგან", მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდია და სწორედ აქ ხდება გატანილ გოლებსა და სტატისტიკაზე აპელირება, რაც არასწორი განსაზღვრა მგონია.

ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ მტკიცება - მესი თუ რონალდო, არა გემოვნების საკითხი, არამედ ამ დიდებულების არასწორად აღქმაა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თუ არა მესიმ, მისი საფეხბურთო კლასი, ნიჭი და ხელოვნება გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს, ისევე, როგორც კრიშტიანოს გოლეადორული თვისებები და მუდმივი სწრაფვა პირველობისკენ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ერთადერთი ფეხბურთელი ვინც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, ეს არის ლეო მესი! რომ არა ის ავად სახსენებელი კონფლიქტი ბარსაში, მესი არავის დაუთმობდა პირველობას!
barsa mesi
30 დეკემბერი 2020 19:43
11
სტატიის ავტორს სრულად დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ბრაზილიელი ლეგენდა, ფენომენი რონალდო, მართლაც, რომ განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭის და ტალანტის პატრონი იყო და როდესაც ის საუკეთესო ფორმაში იყო, ჩემი სუბიექტური აზრია, მას ვერავინ შეედრებოდა... რაც შეეხება მესის და რონალდუს შორის საუკეთესოს, ორივეს თავიანთი პლიუსები აქვთ... რონალდუ უფრო, ფიზიკური და ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, ხოლო მესი, კი უფრო შემოქმედებითი და იმპროვიზატორული ნიჭით არის დაჯილდოებული! ვის როგორ, ეს განსჯის და გემოვნების საკითხია, მაგრამ მე, მესის თამაში უფრო მხიბლავს.
ვახო...
30 დეკემბერი 2020 17:54
2
ვახო სრულიად გეთანხმები. მესი როგორც ფეხბურთელი, ეს არის თვით ნაბადი ტალანტი. ასევე როლანდოსაც ვუფასებთ შრომის მოყვარეობას და ტალანტს, მაგრამ მე პირადად, ლეო ყველას მირჩევნია
vaxos
30 დეკემბერი 2020 19:46
0
გუშინწინ დუბაიში რონალდუს 21 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.
ასეა ეს
30 დეკემბერი 2020 16:34
9
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი ფეხბურთელი.მესი დრიბლინგი და დახურული პასები,რონალდუ ორივე ფეხით დარტყმა,სისწრაფე და თავით თამაში.მაგრამ რონალდუს მთავარი კოზირი ბრძოლისუნარიანობა და გუნდის ლიდერობაა რაც გამოდის რომ ყველაზე მთავარია.სწორედ მესისთვის ამ თვისებების უქონლობის გამო ვარსკვლავებით სავსე არგენტინის ნაკრები დამარცხდა არცთუ ისე ძლიერ გერმანიასთან
ჩემი აზრით
30 დეკემბერი 2020 15:53
6
ერთი კვარაცხელიაა და მეორე ზივზივაძე! ჩაკვეტაძე-არაბიძეს არცერთი არ აგავს!
koka
28 ოქტომბერი 2020 17:10
12
ორმა "მამასისხლად" გადაკიდებულმა ბანაკებმმა, რაც არ უნდა ვამტკიცოთ მესი უფრო მაგარია თუ როლანდო ფაქტია, ორივე! ორივე საფეხბურთო ისტორიაში შესულები არიან როგორც უნიჭიერესი ვარსკვლავები! მე როგორც მესის ფანი, რასაკვირველია მესი ყველას მირჩევნია, მაგრამ ბრმა უნდა იყო, რომ როლანდო არ აღიარო როგორც მაგარი ფეხბურთელი. ისე სასაცილოა, როცა ვაკნინებთ ორივეს, ათასნაირი "ეპითეთებით" და ამით ვცდილობთ დავამციროთ, ერთიც და მეორეც, მაგრამ იმას ვერ ვხვდებით, ამით ამ ლეგენდებს კი არ ვამცირებთ არამედ, საკუთარ თავებს ვიმცირებთ. მე მგონი დროა უკვე, ამ უმსგავსოებას დავუსვათ დიდი წერტილი!
barsa mesi
28 ოქტომბერი 2020 11:38
3
ერთიც და მეორეც!
PELE
28 ოქტომბერი 2020 10:54
3
მესისტებისთვის ლეო, რონალდისტებისთვის კრიშტიანო.ასეთი სტატიების მიზანია ფანების ერთმანეთთან დაპირისპირება.
ამაშია საქმე
28 ოქტომბერი 2020 10:15
9
არც ერთი და არც მეორე! ჟერ, რონალდინიო და ზლატანი, მერე 100(ასი) ადგილზე არავინ და შემდეგ მესი, რონალდო და დანარჩენი ყარტაყურტა კლიენტები.
დ.დ.
28 ოქტომბერი 2020 02:54
33
დაბალი დონის სტატიაა. ეს ფეისბუქზე რომ დაწერო სტატუსად კიდე ჰო, ამ ორი უაზრო არაფრის მომცემი წინადადების გამოქვეყნებას რა აზრი ქონდა არ ვიცი
გოგა
28 ოქტომბერი 2020 00:57
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული