ევროპული გრანდების მატჩები - 31 ოქტომბრის თამაშები

AutoSharing Option
დღეს, 31 ოქტომბერს, სხვადასხვა მატჩი გაიმართება. რა თქმა უნდა, ევროპული გრანდებიც  საქმეში ჩაერთვებიან.


"შეფილდი" - "მანჩესტერ სიტი"


"მანჩესტერ სიტის" არაშესაფერისი სტარტის შემდეგ, პეპ გვარდიოლას ბიჭები ნელ-ნელა გონს მოეგებიან. 

"სიტის" აგუერო, ფერნანდინიო და მენდი დააკლდებათ დღეს, ასევე აკესა და ჟესუსის თამაში საეჭვოა.

"შეფილდს" ფლეკი, მოუსე და ოკონელი გამოაკლდებათ.

მატჩი, თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.


"ბარნლი" - "ჩელსი"

ფრენკ ლამპარდის ბიჭებიც მათზე დაკისრებულ ავანსებს ვერ ამართლებენ.

დღევანდელ მატჩში "ბარნლის" კოკი და მიი დააკლდება, ხოლო "ჩელსის" - გილმორი, საეჭვოა კეპას თამაშიც.

მატჩი, თბილისის დროით
19:00-ზე დაიწყება.


"ლივერპული" - "ვესთ ჰემი"

კლოპის შეგირდები კვლავაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. 

დღევანდელ მატჩში მერსისაიდულ კლუბს ვან დაიკი, ფაბინიო და ოქსლეიდ ჩემბერლენი დააკდებათ, ასევე საეჭვოა ნაბი კეიტას, აკლანტარასა და მატიპის თამაში.

თავის მხრივ "ვესტ ჰემს" ანტონიო გამოაკლდება, საეჭვოა ბენრაჰმას თამაშიც.

მატჩი, თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.


"არმინია" - "დორტმუნდი"

"დორტმუნდი" ლაღ და მხიარულ თამაშს გვთავაზობს, კვლავაც შესანიშნავია ჰალანდი.

დღევანდელ მატჩში "არმინიას" სოუკუ და ვოგლსამერი გამოაკლდებთ, საეჭვოა ბრუნერის თამაშიც.

რაც შეეხება "დორტმუნდს", მათ ემრე ჩანის, შმელცერისა და ზაგადუს გარეშე მოუწევთ თამაში. 

მატჩი, თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.


"კიოლნი" - "ბაიერნი"

"რეკორდმაისტერი" ფაქტობრივად ყველას მიწასთან ასწორებს. დღეს "კიოლნს" დიდი გამოცდა ელის.

"ბაიერნს" დევისი, ტილმანი და ტოლისო გამოაკლდება, ხოლო "კიოლნს" - ჰექტორი, კაინცი და ვოლოდერი.

მატჩი, თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.


"გლადბახი" - "ლაიფციგი"

დღეს, გერმანული ორი გრანდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. 

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და წესით სანახაობრივი მატჩი გამოვა.

"გლადბახი" ზაქარიას, ბაიერისა და პოულსენის გარეშე ითამაშებს, ხოლო "ლაიფციგი" - კლოსტერმანის, ჰარტმანისა და ლაიმერის გარეშე ითამაშებენ.

მატჩი, თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.


"კროტონე" - "ატალანტა"

"ბერგამოელები" შესანიშნავ ფორმაში არიან და ეს მათ შედეგებსაც ეტყობათ. 

დღევანდელ მატჩში "ატალანტას" კალდარა, კანესარჩი და გოსენსი გამოაკლდებათ, ასევე საეჭვოა დე რონის თამაშიც. 

"კროტონეს", თავის მხრივ, ჩიგარინი, მოილნა და დრაგუსი დააკდებათ, საეჭვოა რივიერეს თამაშიც.

მატჩი, თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.


"ინტერი" - "პარმა"

"მილანის ინტერს" დიდი დანაკლისით ასპარეზობს.

დღევანდელ მატჩს ვესინო, ლუკაკუ, სანჩესი და შკრინიარი დააკლდებათ.

"პარმას" დანაკილისიც დიდია. მათ ბრუნეტა, ბუსი, ინგლესე, ლურინი და მიჰაილა გამოაკლდებათ. 

მატჩი, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.


"აიაქსი" - "სიტარდი"

"ამსტერდამელები" ჩვეულ სტილში თამაშობენ, წინა მატჩში "აიაქსმა" "ვენლო" 13:0 დაამარცხა.

ასე რომ, "აიაქსი" ერედივიზიონის მთავარი ფავორიტია. 

დღევანდელ მატჩში კუდესი და ჰუნტელაარი დააკლდებათ.

რაც შეეხება "სიტარდს", ისინი ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ. 

მატჩი, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.


"რეალი" - "უესკა"

"სამეფო კლუბი" არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, მათ უჭირთ თამაშების მოგება. 

დღევანდელ მატჩში "რეალი" დიაზის, კარვახალის, ნაჩოს, ოდეგორისა და ოდრიოსოლას გარეშე ითამაშებს. 

თავის მხრივ, "უესკა" ვალერას, ლოპესისა და რიკოს გარეშე იასპარეზებენ.

მატჩი, თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.


"ატლეტიკ ბილბაო" - "სევილია"

ორი ესპანური გრანდის დაპირისპირება, რომლებიც წლევანდელ სეზონში საკუთარ თავებს არ გვანან. 

"ატლეტიკ ბილბაოს" დე მარკოსი, იბაი, კოდრო და ნოლასკოანი გამოაკლდებათ.

რაც შეეხება "ანდალუსიელებს", საეჭვოა გომესის, იდრისისა და სუსოს თამაში.

მატჩი, თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება.


"ოსასუნა" - "ატლეტიკო მადრიდი"

"ატლეტიკო" დღესდღეობით ყველა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. 

დღევანდელ მატჩში "ოსასუნა" დიდი დანაკლისით ასპარეზობს, მათ არიდანე, ბრასანაცი, ბუდიმირი, კალერი, ლიამასი, ჩიმი ავილია და ხუან პერესი გამოაკლდებათ.

რაც შეეხება "ატლეტიკოს", მათ ვრსალკოს, კარასკოს, კოშტასა და სუარესის გარეშე მოუწევთ თამაში. 

მატჩი, თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული