მოგეხსენებათ, "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევნები რამდენიმე კვირაში გაიმართება.
მანამდე კი ერთ-ერთმა კანდიდატმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.
პერე რიერამ, როგორც "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, მესიზე ისაუბრა.
"მე არ გავაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს მესის შესანარჩუნებლად. მან თავისი მომავალი თვითონვე უნდა განსაჯოს. მე არ ვარ დარწმუნებული, მას რეალურად სურდა თუ არა კლუბიდან წასვლა. პირადად მე, მესის დასარჩენად მაქსიმუმს არ გავაკეთებდი". - "გოლთან" ინტერვიუში აცხადებს რიერა.
არგენტინელმა ამ სეზონში 8 თამაშში ითამაშა, სადაც 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
წყარო - sport.ru