დრამა ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა.
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ურუგვაი და განა დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გამარჯვება განის ხელში გახლდათ.
მატჩის ბოლო წუთზე ლუის სუარესმა კარის ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა, რის გამოც ის გააძევეს, მაგრამ გაიანმა ვერ გამოიყენა შანსი და ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში სამხრეთამერიკელთა მეკარემ, მუსლერამ, ორი ბურთის მოგერიება მოახერხა და დაეხმარა კიდეც გუნდს გამარჯვებაში.
ამ მატჩში გოლები მუნტარიმ და ფორლანმა გაიტანეს. აღსანიშნავია ფორლანის საოცარი ჯარიმა.
ლუის სუარესის არასპორტული, მაგრამ გამართლებული საქციელი.