"ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელს უკრაინის ნაკრებში სურს თამაში

AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონის" 23 წლის მცველმა მაქს კილმანმა ურაინის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

კილმანს დედის მხრიდან უკრაინული ფესვები აქვს და ფეხბურთელის შესაძლო ნატურალიზების შესახებ კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა.

"დიახ, მას ვაკვირდებით, მაგრამ იმისათვის, რათა ჩვენს ნაკრებში ითამაშოს, უკრაინული პასპორტი უნდა მიიღოს", - განაცხადა შევჩენკომ პოლონეთთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

ამ სეზონში კიმანმა პრემიერლიგის 5 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული