ხელბურთელს ფარერების საფეხბურთო ნაკრებში დებიუტი ჰქონდა

AutoSharing Option
ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფარერების კუნძულების გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის შესახებ არაფერს დავწერდით, რომ არა ერთი საინტერეო ფაქტი - ჩრდილოელთა რიგებში დებიუტი ჰილმარ ლეონ იაკობსენს ჰქონდა.

ალბათ, არც ეს სახელი გეუბნებათ არაფერს, ფოტოზე ზუსტად შუაში, 22-ნომრიანი მაისურით მდგარიც სახეზე ალბათ არ გეცნობათ, თუმცა გეტყვით, რომ ჰილმარი 2020 წელს ფარერების ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

1997 წელს დაბადებულმა ფორვარდმა, რომელიც ადგილობრივ "ტორშავნში" თამაშობს (ბოლო თამაშში "დინამოს" გამანადგურებელ "კლაკსვიკთან" გასვლაზე ფრედ ითამაშა), შეხვედრა სრულად ჩაატარა. აი, "კლაკსვი
კიდან" კი არავის უთამაშია...

არ გეგონოთ, მე-4 შემადგენლობით გამოვიდნენო... დანიისა და ნორვეგიის უმაღლესი ლიგების ფეხბურთელები იყვნენ ძირითადში...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული