ერთა ლიგა. V ტური: სერხიო რამოსის 2 გაცუდებული პენალტი, საფრანგეთი გავიდა, გერმანია გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში 9 მატჩი გაიმართა.

საფრანგეთმა კანტეს გოლით სტუმრად 1:0 სძლია პორტუგალიას, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა. ვერნერმა დუბლი შეასრულა და ყველა ტურნირზე უკანასკნელ 5 მატჩში ზედიზედ გაიტანა - 7 გოლი. სანემ ეროვნულ გუნდში ბოლო 9 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, იქამდე კი პირველ 15 მატჩში არ ჰქონდა გატანილი.

შვედეთმა საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო ხორვატიას.

უკრაინა იარემჩუკის გოლით გასვლაზე გერმანიასთან კი დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, რომლებიც ჯგუფში გალიდერდნენ.

ესპანეთმა ფრეს მატჩის ბოლოს მიაღწია შვეიცარიასთან.
"ფურია როხას მცველმა სერხიო რამოსმა ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა - იქამდე ზედიზედ 25 ჰქონდა გატანილი. შვეიცარიელი ზომერი პირველი მეკარეა, რომელმაც ერთ შეხვედრაში რამოსის 2 პენალტი მოიგერია.

ლიგა A. 3 ჯგუფი

ლისაბონი."და ლუში"
პორტგალია - საფრანგეთი 0:1
გოლი: კანტე (53)

სოლნა. "ფრენდს არენა"
შვედეთი - ხორვატია 2:1
გოლები: 1:0 კულუსევსკი (36), 2:0 დანიელსონი (45+2), 2:1 დანიელსონი (81, საკ. კარში)

ლიგა A. 4 ჯგუფი

ლაიპციგი. "რედ ბული"
გერმანია - უკრაინა 3:1
გოლები: 0:1 იარემჩუკი (12), 1:1 სანე (23), 2:1 ვერნერი (33), 3:1 ვერნერი (64)

ბაზელი. "სენტ-იაკობი"
შვეიცარია - ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ფროილერი (26), 1:1 მორენო (89)
გამოუყენებელი პენალტი: სერხიო რამოსი (57 და 80)
გაძევება: ელვედი (79, შვეიცარია)

ლიგა C. 1 ჯგუფი

ზაპრეშიჩი. "ივან ლალიაკ-ივიჩი"
აზერბაიჯანი - მონტენეგრო 0:0
გაძევება: ივანოვიჩი (45+1, მონტენეგრო)

ნიქოზია. "GSP არენა"
კვიპროსი - ლუქსემბურგი 2:1
გოლები: 0:1 კოუსოლოსი (5, საკ. კარში), 1:1 კასტანოსი (34, პენ), 2:1 კასტანოსი (70)
გაძევება: სელიმოვიჩი (33, ლუქსემბურგი)

ლიგა D. 1 ჯგუფი

ტაქალი. "ნაციონალი"
მალტა - ანდორა 3:1
გოლები: 0:1 რებესი (3), 1:1 გარსია (55, საკ. კარში), 2:1 დეგაბრიელე (58), 3:1 დიმეჩი (90+3)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ფარერები 1:1
გოლები: 1:0 კამეში (59), 1:1 ვატნჰამანი (60)

ლიგა D. 2 ჯგუფი

სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - გიბრალტარი 0:0
გაძევება: სიმონჩინი (49, სან მარინო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული