იოახიმ ლიოვი: შავი დღე იყო - სწორ გზას ვადგავართ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესპანეთთან 0:6 წაგების შემდეგ კომენტარი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა:

"ახლა რთულია რაიმეს ახსნა. სასურველად არაფერი არ წავიდა. მეორე ტაიმში თამაშის გარდასატეხად პერსონალური მეურვეობა ვცადეთ, მაგრამ ესპანეთი უკეთესად თამაშობდა, ზუსტად და სწრაფად. უშანსოდ ვიყავით. ეს შავი დღე იყო.

მიულერი, ბოატენგი და ჰუმელსი? ჩვენ ვთქვით, რომ გამოძახებულ ფეხბურთელებს ვენდობით და სწორ გზას ვადგავართ.

დღეს ვნახეთ, რომ ისე სწრაფად ვერ ვპროგრესირებთ, როგორც ვფიქრობდით და როგორც ბოლო მატჩების შემდეგ იმედი გვქონდა. თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებს ისევ ვენდობით.

რა თქმა უნდა,
გამოსავლის მოძებნის სურვილი მაქვს. ეს ჩემი ვალია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორ გზას ადგას გუნდი , რომელიც ამ დაცვით თამაშს პროგრესირებას ეძახის? ჰუმელსი არ უნდა ნაკრეში და ტა უნდა, რომელსაც ჯიუტად იწვევს და შედეგი სახეზეა. მთელი ეს გათამაშება გერმანიის ტანჯვა იყო. 1 თამაში დამაჯერებლად არ მოუგია.
: )))))))
05:08 18-11-2020
1
ეს თაა თუ ფეხბურთელია და მაშინ მე ფრენბურთელი ვყოფილვარ.ვინები ყავდა დაცვაში.მაქსი,კოხი,თაა...ბოატენგი და ჰუმელსი სად არიან?მიკვირს ბელარაბის რო არ იძახებს კიდე.დაბერდა ლიოვი აშკარად.მსოფლიო ჩემპიონობის მერე არაადეკვატური გახდა.
Master
09:06 18-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული