დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
უდიდესი ფეხბურთის ლეგენდა წავიდა..
სანდრო
26 ნოემბერი 2020 15:12
0
უფალმა გაანათლოს დიეგოს სული... შეუნდოს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი ამ ქვეყნიური ცოდვანი...
tngh
26 ნოემბერი 2020 09:38
0
Ძალიან Ძალიან Ძალიან საწყენია. რამდენი რამის გაკეᲗება ᲨეეᲫლო ფეხბურᲗისᲗვის და არამარტო. მაგრამ.... ყველა ფეხბურᲗელისᲗვის უნდა იყოს მაგალიᲗი როგორც ფეხბურᲗელი და ასევე მაგილიᲗი იმისა Თუ როგორ აკარგვინებს Თავს ბევრი ფული და სახელი, როდესაც იცი სამყაროს ყველა კარი Ღია არის ᲨენᲗვის და ᲨენᲗვის ავტორიტეტები არ არსებოს Ძნელია ცდუნებას გაუᲫლო.... Ძალიან სამწუხარო ამბავია
Hit em up
25 ნოემბერი 2020 20:59
12
უდიდესი დიეგო!
lasha
26 ნოემბერი 2020 13:39
0
ჩემი ბალღობის გმირებიდან ალბათ ერთადერთი იყო ვინც შემომრჩა, ვისით აღტაცებასაც დრომ ვერაფერი მოუხერხა, ვერ გაახუნა, ვერ დამავიწყა...
ფეხბურთის აქილევსი იყო დიეგო, ნახევრად კაცი, ნახევრად ღმერთი!
გიგლია
26 ნოემბერი 2020 13:03
0
საოცარია რამხელა სიყვარული აქვს დათესილი სამშობლოში რომ 45 მილიონიანმა განვითარებულმა ქვეყანამ ფეხბურთელის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.დიეგო მართლაც ალალათ,კაცურად, ერთგულებით ემსახურა მშობლიურ არგენტინელ ხალხს. მისი საოცარი ტეხნიკური,გულიანი და თავდადებული თამაში ყოველთვის გვემახსოვრება.
ღმერთს ებარებოდეთ
26 ნოემბერი 2020 12:45
1
ქვეყნად სულ რამდენი რელიგიაა?დიეგო მარადონამაც, თავისი რელიგია შექმნა.
სოსო
26 ნოემბერი 2020 12:44
0
Caixo patarcalishvilis valebi
Shalva
26 ნოემბერი 2020 10:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული