დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
უდიდესი ფეხბურთის ლეგენდა წავიდა..
სანდრო
26 ნოემბერი 2020 15:12
0
უდიდესი დიეგო!
lasha
26 ნოემბერი 2020 13:39
0
ჩემი ბალღობის გმირებიდან ალბათ ერთადერთი იყო ვინც შემომრჩა, ვისით აღტაცებასაც დრომ ვერაფერი მოუხერხა, ვერ გაახუნა, ვერ დამავიწყა...
ფეხბურთის აქილევსი იყო დიეგო, ნახევრად კაცი, ნახევრად ღმერთი!
გიგლია
26 ნოემბერი 2020 13:03
0
საოცარია რამხელა სიყვარული აქვს დათესილი სამშობლოში რომ 45 მილიონიანმა განვითარებულმა ქვეყანამ ფეხბურთელის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.დიეგო მართლაც ალალათ,კაცურად, ერთგულებით ემსახურა მშობლიურ არგენტინელ ხალხს. მისი საოცარი ტეხნიკური,გულიანი და თავდადებული თამაში ყოველთვის გვემახსოვრება.
ღმერთს ებარებოდეთ
26 ნოემბერი 2020 12:45
1
ქვეყნად სულ რამდენი რელიგიაა?დიეგო მარადონამაც, თავისი რელიგია შექმნა.
სოსო
26 ნოემბერი 2020 12:44
0
ვისაც 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი უნახავს,ყველას კარგად ემახსოვრება არგენტინის ნაკრებს მარტომ მოაგებინა ის მუნდიალი.დაუვიწყარი არგენტინა - ინგლისი, მარადონას "ღმერთის ხელი" და დიდებული დრიბლინგი. ის შეიძლება ვინმეს რაღაცის გამო არ მოსწონდა მაგრამ ვერავინ უარყოფს რომ ის იყო ფეხბურთის უგვირგვინო მეფე.ღმერთმა აცხონოს
gogia
26 ნოემბერი 2020 10:57
0
მეფე პელეა, ეს ფეხბურთის ღმერთი იყო :( :) el D10S!
Dato
26 ნოემბერი 2020 13:46
2
Caixo patarcalishvilis valebi
Shalva
26 ნოემბერი 2020 10:17
3
მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემო პატარა ძმებო, ვისაც ფეხბურთი გიყვართ... გუშინ ფეხბურთი მოკვდა და ხვალ თუ ფეხბურთი ისევ იცოცხლებს, და უეჭველია, რომ იცოცხლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ რომ მოკვდა, ისეთები არ კვდებიან. ფეხბურთში ისეთებს არ ვგულისმობ. ფებურთში ისეთი ჯერ არ დაბადებულა. შეიძლება დაიბადოს ასი ან ხუთასი წლის შემდეგ, მაგრამ ვისაც დიეგო მოედანზე უნახავს, იმან წუხელ ფებურთიც გამოიტირა, ალალად, კაცურად...
მე ის ბედნიერი კაცი ვარ, ვისაც დიეგოს ჩატარებული ყველა მუნდიალი გუშინდელი დღესავით ახსოვს. არგენტინის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გენიოსებს ეროვნება არა აქვთ, ისინი კაცთა მოდგმის ისტორიას წერენ. საოცრებაა დრო: ვიღაც ფუნჯს უსვამდა, ვიღაც ჩუქურთმას ჭრიდა, ვიღა მღეროდა, ვიღაც ომობდა, ვიღაც ლოცულობდა და ვიღაც დროს ძერწავდა... და დიეგო? დიეგო ბურთს აგორებდა... მადლობა დიეგო....
ლაშა
26 ნოემბერი 2020 09:49
1
უფალმა გაანათლოს დიეგოს სული... შეუნდოს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი ამ ქვეყნიური ცოდვანი...
tngh
26 ნოემბერი 2020 09:38
0
მშვიდობით დიეგო,მარადონამ შეგვაყვარა ფეხბურთი ჩვენს თაობას და მარად დარჩება ჩვენს გულებში
გალელი
26 ნოემბერი 2020 08:59
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული