მარადონა 1000-პესოიან კუპიურაზე უნდა გამოისახოს

AutoSharing Option
ВВС-ის ცნობით, არგენტინელმა სენატორმა ნორმა დიურანგომ მხარი დაუჭირა სახალხო მოძრაობას და ხელმოწერათა შეგროვებას და ოფიციალურად წამოაყენა წინადადება, დიეგო მარადონას გამოსახულება 1000-პესოიან ან უფრო მაღალი ნომინალის ბანკნოტზე გამოსახონ.

კუპიურაზე ერთ მხარეს მარადონას პორტრეტი, ხოლო მეორეზე მის მიერ 1986 წლის მუნდიალზე გატანილი გოლის ფოტო უნდა იქნას დატანილი. სენატორის თქმით, ამას დიდი ფეხბურთელის ხსოვნის პატივისცემის გარდა, ეკონომიკური მხარეც ექნება, რადგან ქვეყანაში ტურისტების ნაკადს გაზრდის. მანვე ისიც დაამატა, რომ მარადონა საფოსტო მარკებზეც უნდა გამოისახოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული