"მე ლეო, როგორც მოწინააღმდეგე, არასდროს დამინახავს..." - რონალდო

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გუშინდელი მატჩის შემდეგ მესიზე კომენტარი გააკეთა. 

შეგახსენებთ, გუშინ "იუვენტუსმა" "ბარსელონა" 3:0 დაამარცხა. პორტუგალიელმა თავი 2 გოლით გამოიჩინა. 

რონალდოს თქმით, მესის მიმართ ყოველთვის გულთბილად იყო განწყობილი.

"მე და მესის ერთმანეთთან ყოველთვის გულთბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენ 12-14 წლის განმავლობაში ერთმანეთის გზებს სხვადასხვა ცერემონიაზე ვკვეთდით. მე ლეო, როგორც მოწინააღმდეგე, არასდროს დამინახავს. 

ის, ისევე, როგორც მე, ყოველთვის ცდილობს, საკუთარ კლუბს წარმატება მოუტანოს.

მოწინააღმდეგე და მტერი პრესისთვის და შოუსთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან გულთბილი დამოკიდებულება გვაქვს.

მომზადებულია sport-ის
მიხედვით


altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: სკანდალურად შეწყვეტილი პსჟ-"ისტანბული" და "იუვეს" მიერ განადგურებული "ბარსა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავად იმისა რომ ლეო ჩემი ჯილაა, როგორ შეიძლება რონალდუზე თქვას ვინმემ რომ არ არის დიდი ფეხბურთელი...
Fsiuuu
13:59 10-12-2020
1
როცა ახალგაზრდა იყო და ბევრად სწრაფი ფეხები ქონდა ისე ატყუება 5-6 კაცს და ისეთი დრიბლინგი ქონდა რო ვერ წარმოიდგენ :) ალბათ პატარა ხარ და არ გახსოვს :) რაც ასაკში შევიდა უფრო ცენტრში შეიწია და უფრო გოლებზე დაგეშილი ფორვარდი გახდა
Superman
10:38 10-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული