მარადონას ქონებაზე კანონიერ და უკანონო შვილებსა და დებს ტაციაობა აქვთ

AutoSharing Option
გარდაცვლილი ლეგენდარული არგენინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბრძოლა დაიწყეს, - იტყობინება "სანი".

გამოცემის ცნობით, მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტს შეადგენს და მასზე პრეტენზიას 16 ადამიანი აცხადებს: 5 კანონიერი შვილი, 7 შვილი, რომლებიც ქორწინების გარეშე შეეძინა და 4 და.

დიეგოს 2012 წელს ანდერძი დაუწერია, თუმცა შემდეგ გაუუქმებია. მარადონას აქტივები შვეიცარიაში, დუბაისა და ბუენოს-აირესში ინახება. მას აგრეთვე შთამბეჭდავი ავტოპარკი დარჩა.

არგენტინის კანონმდებლობის მიხედვით შვილებისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არ შეიძლება და ყველამ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარადონა მოედანზე საუკეთესო იყო,მსგავსი ფენომენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან.ის თამაშობდა გუნდზე და გუნდი მასზე. მან ძალიან ბევრი სამახსოვრო დაგვიტოვა სტადიონზე, როცა მასზე საუბრობენ მე მხოლოდ მისი ბურთთან ურთიერთობა და ჯადოქრობა მახსენდება. ვერ ვიმეტებ ცუდის გასაფიქრებლადაც კი, თუმცა ვიცი რამდენად არასერიოზული იყო მოედანს გარეთ.
გულშემატკივარი
17 დეკემბერი 2020 20:48
0
მხოლოდ ბურთის საუკეთესოდ მგორებელი, იმის იქით 0.
izi
12 დეკემბერი 2020 09:48
15
იმის იქით არც შენ ვარგიხარ არც ორთაჭალის ბაღში და არც მუშტი კრივში თორემ აქ არ იკომენტარებდი!!!
გუჯა
12 დეკემბერი 2020 18:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული