მიქაუტაძე წაქცეულ მეტოქეს დაახტა და გააძევეს - შედეგიანობას კი უკლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის 1В დივიზიონის მე-14 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "მოლენბეკთან" და ამ მატჩში ის გააძევეს.

პირველ ტაიმში სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და გოლიც გაიტანეს. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, "სერენი" განუწყვეტლივ უტევდა, მიქაუტაძემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, 89-ე წუთზე კი წითელი ბარათი მიიღო - "მოლენბეკის" მცველ ჟილ რუისენს ბურთი საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან წაქცეულს გამოჰქონდა, გიორგი შეეცადა ხელი შეეშალა და ზედ დაახტა, რისთვისაც მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯა და "დეინცესთან" მომავალი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

მიქაუტაძე 16 გოლით კვლავაც
ბომბარდირია, თუმცა უკანასკნელ ხანს ჩვეულად შედეგიანი არ არის - ბოლო 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მისი გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ "უნიონს" 5 ქულით ჩამორჩება.

"სერენმა" ეს ფოტო გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "მთელი იმედგაცრუება ერთ სურათში".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბიჭი არ არის ამ გუნდის ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა ერთის მეცის ფეხბურთელია ამ კლუბში არის პრაქტიკისთვის და ამ შედეგებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით მეცი ზამთარშივე დაიბრუნებს მიქაუტაძეს და ლიგა1 ში განაგრძობს თამაშს ასე რომ ვისაც გონია რომ ბელგის მეორე ლიგის კლუბის ფეხბურთელია მიქაუტაძე ასე არაა და სხვათაშორის ამ ბელგის მეორე ლიგაშიც კი უჭირდათ ქართველებს და ბევრი ძირითადშიც ვერ ხვდებოდა წარმატებები მიქაუტაძეს იმედი მაქვს მალე ვიხილავ საქართველოს ნაკრებში
1
ვაიმე, მგონი საქართველოს ნაკრებში მეძახიანო და ამანაც ეგრევე უკლო თამაშს და შედეგიანობას...
პასკალი
01:10 14-12-2020
2

სიახლეები პოპულარული