საშინელი ტრაგედია - განათების სისტემის ჩამოვარდნის შედეგად აგრონომი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ტრაგედია დატრიალდა საფრანგეთის ქალაქ ლორიანის "მუსტუარის" სტადიონზე.

"ეკიპის" ცნობით, ადგილობრივი გუნდისა და "რენის" მატჩის (0:3) დასრულებიდან 10 წუთში მოედანზე განათების ბოძის სისტემის ნაწილი ჩამოვარდა და აგრონომს დაეცა.

38 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. აგრეთვე დაშავდა სტადიონის ორი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული