ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, - იტყობინება Hoy.

ჩილავერტმა თავის "ტვიტერზე" წინასაარჩევნო პლაკატი გამოაქვეყნა: "ვამაყობ, რომ პარაგვაელი ვარ. ჩილა - პრეზიდენტი-2023".

ყოფილმა გოლკიპერმა 2020 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.

ჩილავერტმა "ველესში" 10 წელზე მეტი ითამაშა და არგენტინის ჩემპიონი, ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი გახდა. მან საჯარიმოებიდან 62 გოლი გაიტანა, ფეხბურთელის კარიერა კი 2005 წელს დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა ჩამორჩენილ და უღარიბესი ქვეყანაშია ფეხბურთელი და საერთოდ სპორტსმენი კანდიდატი.ნუ ჩვენც გვეხება
იკა 23
20:36 24-12-2020
2
ჩილავერტი მაგარი ქარიზმატული მეკარე იყო. ვისაც გახსოვთ იმ დროინდელი პარაგვაი, ყველა დამეთანხმებით, რომ "თავისებურ" ფეხბურთს თამაშობდნენ.
ლამაზს... სანახაობრივს...
მაგის "გამოხტომები", ხომ, სასწაული იყო.
ის გახსოვთ (სტარიკებს) საჯარიმო რომ გამოუხსნა მეკარემ "თითქმის ცხრიანიდან" და მოედანზე რომ დააბრუნა ბურთი, ჩილა როგორ გარბოდა საკუთარი კარისკენ? :) მგონი, ჰუსეინა ბოლტიც ვერ გაასწრებდა :)
მაგარი გიჟი მეკარე იყო.
alex
00:43 25-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული