"სანტოსი": მესის პელეს რეკორდი არ მოუხსნია

AutoSharing Option
ბრაზილიური "სანტოსი" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ლიონელ მესის ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი არ მოუხსნია და ის კვლავ "ფეხბურთის მეფე" პელეს ეკუთვნის.

კლუბის მიხედვით, მხედველობაში ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც უნდა მივიღოთ და პელეს უსამართლოდ არ მოვექცეთ.

"პელემ "სანტოსის" მაისურით 1091 გოლი გაიტანა. პრესის მიხედვით, 643 გოლი ოფიციალურ შეხვდრებში შეაგდო, ხოლო ამხანაგურ მატჩებში გატანილ 448 გოლს კი არ უთვლიან, თითქოს მათ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს.

ის 448 გოლი, რომლის ჩათვლაზეც უარს ამბობენ, პელემ სამხრეთ ამერიკის ისეთ ავტორიტეტულ გუნდებს გაუტანა,
როგორებიც მექსიკური "ამერიკა", ჩილეს "კოლო-კოლო", ბრაზილიის "ინტერნასიონალი" და სხვები არიან.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 448 გოლის მეორე ნახევარი პატარა და რეგიონული გუნდების კარში გავიდა. ამის მიუხედავად, შეხვედრები ოფიციალური პროტოკოლით ტარდებოდა. სუბიექტური მახასიათებლით, როგორიცაა მეტოქის სისუსტე, სტატისტიკის წარმოება არასწორია. ციფრები აბსოლუტურია.

"ეიბარის" კარში გატანილი გოლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც "ვალენსიას" კარის აღება. იგივეა, სურინამის "ტრანსვლიუსთვის" გოლის გატანა ისევე ითვლება, როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" კარის ბადის შერხევა,"- წერია "სანტოსის" ოფიციალურ ვებ გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აუ ბავშვობაში ეზოში იმდენი გოლი გამქონდა იმის დედაც :-)
ჯონდო
27 დეკემბერი 2020 21:16
8
კლუბს ფული რომ გაეკეთებინა, სეზონებს შორის, სანტოსს ატარებდნენ ტურნეებზე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ეს, ერთგვარი საჩვენებელი, შოუ-თამაშები იყო, ყოველგვარი ინტრიგისგან დაცლილი.
ერთხელ, ადგილობრივი მსაჯიც კი გააგდეს მინდვრიდან, რომელმაც პელეს წითელი ბარათი უჩვენა. ხალხი სკანდირებდა - ჩვენ პელეს საყურებლად მოვედით სტადიონზე და არა ამ მსაჯისაო.
ბუნებრივია, სანტოსმა პელეს მხარე უნდა დაიცვას მესისთან დავაში, მაგრამ არც ეგრეა საქმე.
მიშა
28 დეკემბერი 2020 00:07
2
Magis droc mova, peles araoficialuri gatanali golebis rekordsac rom moxsnis
Goga
27 დეკემბერი 2020 21:44
12
თვითონ პელეც ულოცავს და ......
კანაგასაბაპათხი
28 დეკემბერი 2020 03:41
0
Mesi da ronaldu peles rekordebs zedized xsnian da xalxi dgas da izaxis pelemde mainc ver mivleno. Peles asaks xoar gulisxmobt xalxno?
Milani
04 იანვარი 2021 23:18
0
რა მნიშვნელობა აქვს რამდენი გაიტანა პელეს დონეზე ვერავინ მივა ვერც მესი და ვერც რონალდუ რომელმაც ნაკრებში უამრავი ბურთი გაიტანა.ერთადერთი მარადონა მიუახლოვდა.ეგ იყო და ეგ.ბოლობოლო არსებობს პელეზე ფილმები,ნახეთ და დარწმუნდებით.მას ქონდა მესის დრიბლინგი და პასები,რონალდუსავით ორივე ფეხით დარტყმა, სისწრაფე,თავით თამაში და შემართება.
მეფე ერთია.ამაშია საქმე
28 დეკემბერი 2020 17:17
1
მესი მივიდა კიდევაც და ქეც გადაასწრო, ამ თქვენს თვითმარქვია " მეფეს"
ამაშია საქმე აბა??!!
29 დეკემბერი 2020 13:10
0
მერე?
SL
27 დეკემბერი 2020 21:36
1
ხომ იცით ყველამ რონალდოს შეუძლია მხოლოდ მეტი არავის
გიო
28 დეკემბერი 2020 02:07
10
პენალტებით კი ბატონო.
gios.
28 დეკემბერი 2020 14:39
0
აცხადებს ერთაოზ ბრეგვაძე გარიყულადან
123
28 დეკემბერი 2020 13:57
1
პელე ახლოსაც ვერ მოვა მესისთან და რონალდოსთან, რეგიონალურ ჩემპიონატში გატანილი გოლებს რომ უთვლიან მაგის ხარჯზეა გოლეადორი. ნახეთ მისი თამაშების ვიდეო ჩანაწერები.. მინდორზე დაღოღავს
giorgi
28 დეკემბერი 2020 16:14
3
იცი რა არის უბედურება ის რომ აქ არც პელე იქნებოდა მოხსენიებული არც მარადონა და არც მესი და რონალდა და არც არავინ საუკეთესოებში თავის დროზე სათამაშო დრო რომ მიეცათ მიხეილ მესხისთვის რომ გაეშვათ ყიფიანი რეალში ტაბუ რომ არ დაედოთ პაიჭაძესთვის სამწუხაროდ ეს გვარი და სახელები არავის ახსოვს ყველა მესი თუ რონალდო პელე თუ მარადონა რახან ეს ქართველი ფეხბურთელები არავინ იცის ამ ოთხეულში შევიტანდი ცვლილებას თავისი მიღწევებიდან გამომდინარე (1) პელე 3 მსოფლიო ჩემპიონატი (2) რონალდო 1 მსოფლიო 1 ევროპა 5 ჩემპიონთა ლიგა (3) მესი 4 ჩემპიონთა ლიგა (4) მარადონა კი მოიგო 82 ში ის ჩემპიონატი მაგრამ ეს მაგრამ არსებობს ისე ისიც უნდა ითქვას მარადონა ტრამვებმა შეაწუხა თუ არა ალბათ დაამხობდა პელეს რეკორდს გოლების მხრივ აი მოიგებდა თუ არა სამ მსოფლიო ჩემპიონატს ეს უკვე სათუოა
მერაბი
01 იანვარი 2021 01:51
6
რონალდოს მსოფლიო არ აქვს მოგებული
L.M.
04 იანვარი 2021 23:08
0

სიახლეები პოპულარული