ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს "ინსტაგრამგვერდის" აღწერაში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა შეიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, კრიშტიანო რონალდოს გოლების მაჩვენებლით არის განპირობებული.
4 იანვარს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა "უდინეზესთან" გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა, ოფიციალურ შეხვედრებში 758 გატანილი გოლი დაუგროვდა და პელეს (757) გადაასწრო.
ამის საპასუხოდ პელემ "ინსტაგრამის" აღწერაში გოლების რაოდენობა 1091-დან 1283-მდე გაზარდა. როგორც ჩანს, მოხუცმა ბრაზილიელმა თავი დაიზღვია, ვაიდა, ეს მაჩვენებელიც არ გააუმჯობესოს ვინმემო...
იგივე შემთხვევა იყო, როცა ლეო მესიმ ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების ოდენობით გაასწრო პელეს. მაშინ ლეგენდის მშობლიურ კლუბ
"სანტოსში" განაცხადეს, რომ მესის რეკორდი არ მოუხსნია და პელეს არაოფიციალურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც მიუთვალეს.
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ იმავე რიტორიკას იყენებს კრიშტიანოსთან დაკავშირებითაც. მოხუცი ლეგენდა გამალებით იცავს საკუთარ თავს და ცოცხალი თავით არ უნდა რეალობის აღიარება - ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები როგორ შეიძლება ოფიციალურ მატჩებში შეგდებულ ბურთებად ჩაითვალოს?!
პელე კარიერის მანძილზე მხოლოდ ორ კლუბში - "სანტოსსა" და "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშობდა. ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ერთად პელე მსოფლიო სამგზის ჩემპიონი გახდა. აი, ამ მაჩვენებლით მასთან გათანაბრება, როგორც მესისთვის, ისე რონალდოსთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
1962 წლის ჩემპიონატში, პელემ, პირველივე თამაშში ტრავმა მიიღო და მეტი აღარ უთამაშია ჩილეში.
გარინჩას დიდი დამსახურებით გახდნენ მაშინ ბრაზილიელები ჩემპიონები.
ისე, ზუატად არ ვიცი და მხოლოდ 11 ფეხბურთელს აძლევდნენ მაშინ ოქროს მედალს, თუ ყველას, ვინც ჩემპიონი გუნდის წევრი იყო?
მაგალითად, სსრკ-ს 1966 ფორმაციის გუნდის მხოლოს 11 მოთამაშეს გადასცეს ბრინჯაოს მედალი მეოთხე ადგილის დაკავებისთვის (მაგ წელს ეგ გამონაკლისი გაკეთდა პრიზიორებისთვის და მეოთხე ადგილიც დააჯილდოვეს), მათ შორის, მურთაზ ხურცილავას.