მოხუცი პელე თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს "ინსტაგრამგვერდის" აღწერაში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა შეიცვალა, რომელიც, სავარაუდოდ, კრიშტიანო რონალდოს გოლების მაჩვენებლით არის განპირობებული.

4 იანვარს ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა "უდინეზესთან" გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა, ოფიციალურ შეხვედრებში 758 გატანილი გოლი დაუგროვდა და პელეს (757) გადაასწრო.

ამის საპასუხოდ პელემ "ინსტაგრამის" აღწერაში გოლების რაოდენობა 1091-დან 1283-მდე გაზარდა. როგორც ჩანს, მოხუცმა ბრაზილიელმა თავი დაიზღვია, ვაიდა, ეს მაჩვენებელიც არ გააუმჯობესოს ვინმემო...

იგივე შემთხვევა იყო, როცა ლეო მესიმ ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების ოდენობით გაასწრო პელეს. მაშინ ლეგენდის მშობლიურ კლუბ
"სანტოსში" განაცხადეს, რომ მესის რეკორდი არ მოუხსნია და პელეს არაოფიციალურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც მიუთვალეს.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ იმავე რიტორიკას იყენებს კრიშტიანოსთან დაკავშირებითაც. მოხუცი ლეგენდა გამალებით იცავს საკუთარ თავს და ცოცხალი თავით არ უნდა რეალობის აღიარება - ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები როგორ შეიძლება ოფიციალურ მატჩებში შეგდებულ ბურთებად ჩაითვალოს?!

პელე კარიერის მანძილზე მხოლოდ ორ კლუბში - "სანტოსსა" და "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშობდა. ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ერთად პელე მსოფლიო სამგზის ჩემპიონი გახდა. აი, ამ მაჩვენებლით მასთან გათანაბრება, როგორც მესისთვის, ისე რონალდოსთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 29 /
ძააან მაგრად მიყვარს ეს საიტი ფაკტობრივად მინიმალური ფეიკი დევს და თხოვნა იკნება თუ მოიძიებთ მასზე სრულ მოკლე ბიოგრაფიას და მიზეზებს თუ რატომ 757 ბურთი, მოკლედ მინდა ჩემი აზრი ავტობიოგრაფიასთან დაკავშირებით და ფეხბურთში მიღწევებზე გითხრათ, 4 მსოფლიოზე ერთად რამდენი წუთი ითამაშა და რა გააკეთა იკ? მარტივია როცა იღბლიანი ხარ 2 მსოფლიოზე ჯამში ტაიმი არ გაკვს ნატამაშები და ისტორიას მაშინ წერ პასტა ფურცლით როცა მსოფლიოში ცივი ომი და კომუნიკაციის პრობლემაა.. ეს პროპაგანდა იყო არის ფაკტია დღესაც..
ჩორნა
06 იანვარი 2021 19:54
7
მართალია, ის ჩემპიონატი მართლაც გარინჩამ მოიგო, ფაქტიურად კოჭლმა, თან ამ "ნაკლით" სარგებლობდა კიდეც. იმ პერიოდის ხალხს, ვინც ცოცხალია, რომ ჰკითხო დღესაც გარინჩას უფრო აფასებენ ვიდრე პელეს და უკვირთ კიდევაც მათ როგორ ვადარებთ.
emigranti
07 იანვარი 2021 02:46
3
1962 წელს ფაქტიურად სულ ზამენაში იყო, ის მსოფლიო თასი გარინჩამ მოიგო
მამუკა
07 იანვარი 2021 00:44
2
Sul mikvirda rusetze megobariao ro izaxis xalxi metqi saidan modis egeti azrebit xalxitqo. Arginda politika, ageraa sporti da aqac aris xalxi romlebic shavze tetriao amboben. Es pele rame natesavi mainc iyos tqveni. Ajoba im kacma da ras vgeniosobt arvici. Tu vinme imat ajobebs ki batono, imasac vityvit magram magatze jobnas kai xani daagviandeba.
Milani
06 იანვარი 2021 18:49
2
პელე ფეხბურთის მეფეა!!! მესი და კრიშტიანუ მაგარი ფეხბურთელები. არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი.
ბადრი
06 იანვარი 2021 18:32
33
კოსმოსში გოლები გაიტანა და მაგას უთვლით?
zas.
07 იანვარი 2021 13:56
3
მეფეეებს გოლებთან ერთად ღირსეული სპორტული საქციელი მოეთხოვებათ.
123
07 იანვარი 2021 00:18
2
ყველა გამოხმაურება
პეპეს ერთეული რეკორდები რომ დაამხონ მაინც ფეხბურთის მეფედ დარჩება!
გუჯა კახაძე
06 იანვარი 2021 18:07
10
მართალი ხარ გუჯა პეპე მაგარია. ერთი ფეხბურთელად ეგ მევასებოდა და მერე მწვრთნელად შენ...
ისტორიაზე რეალურად ასე მოკმედებს დრო.. 2008 წელს ვინ დაიწყო ომი? დამიჯერეთ ნახევარი საუკუნეში ყველას მისი სიმართლე ეკნება მათშორის სომხებსაც ბატონო გუჯა. ფაკტი ერთია დრონი მეფობენ არა მეფენი ბატონო პეპე და ბატონო გუჯა.. თუ არ გჯერათ მაღლა აიხედეთ რამდენი დრონი დაფრინავს. რო უტაშუნებთ თკვენებურად..
ჩორნა
06 იანვარი 2021 19:44
7
ფაქტობრივად შეუძლებელი კი არა......დაწერეთ შეუძლებელი!
alex
06 იანვარი 2021 18:00
2
მეათასე გოლი პელემ პენალტით გაიტანა.ნახეთ ქრონიკა,მის მერე კიდევ კარგახანს თამაშობდა.კოსმოსიდან ( აშშ.),რომ წავიდა 1200 გოლი ჰქონდა გატანილი,ასე წერდნენ.
ტოტო
06 იანვარი 2021 17:55
3
პელეს რომ 1200-ზე მეტი ბურთი ჰქონდა გატანილი ეხლა არ მოუგონია, ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ვიცოდით. ის რომ ნაწილი არაოფიციალურ მატჩებში გაიტანა, ეხლა გავიგე, თუ ეს გადამწყვეტია რათქმაუნდა. ისე რომ პელე არ ეჭიდავება კრიშტიანუსა და მესის -მას ეს არ სჭირდება. პელემ აჩვენა მაგიაც და შედეგიც ყველგან, სადაც კი ითამაშა -კლუბებშიც და ნაკრებშიც. კრიშტიანუმ შედეგი აჩვენა კლუბებშიც და ნაკრებშიც, მაგრამ მაგია ვერ აჩვენა ვერსად (არ აქვს და რას აჩვენებს?). მესიმ მაგიაც და შედეგიც აჩვენა ბარსელონაში, მაგრამ ნაკრებში ვერ აჩვენა ვერც მაგია და ვერც რეზულტატი. ვერ აჩვენა ვერცერთი 16 წლის მანძილზე! ეს ძალიან გრძელი საგამოცდო პერიოდია და შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.
ნიკა
06 იანვარი 2021 17:53
30
Ზის და არ გამოდის იბსტაგრამიდან პელე, მეტი საქმე არ აქვს. Ნწ, ნწ, ნწ.
Ლუკა
06 იანვარი 2021 17:15
4
აფსუს აღარ ყავს ეხლა აველანჟი თორე ხო მოუხერხებდა რაღაცას, როგორც 94 ში მარადონაზე:))
gg
06 იანვარი 2021 16:28
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული