შინგამოზრდილმა ტერორისტებმა კაპიტოლიუმი აიღეს - "ოქროს ბურთის" მფლობელი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
2019 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმი აშშ-ის სენატის შენობაა, სადაც სენატორებისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრების კრება იმართებოდა, რომელსაც არჩევნების შედეგები უნდა დაედასტურებინა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება.

შეტაკებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 პროტესტანტი დააკავეს. ტრამპმა მიტინგის მიმდინარეობის დროს განაცხადა, რომ მარცხს არასდროს აღიარებს და მომხრეებს კონგრესში წასვლისკენ მოუწოდა.
თუმცა, მოგვიანებით, "ტვიტერის" საშუალებით მათ დაშლისა და ძალადობისაგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

"2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში შინგამოზრდილმა ტერორისტებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს. ასეც ხდება, პოლიციელმა სელფი შინგამოზრდილ ტერორისტთან ერთად გადაიღო, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმით მიდიოდა. "მსახურება და დაცვა" - სწორედ ამას აკეთებს ეს პოლიციელი." - დაწერ რაპინომ და თან ვიდეო დაურთო, რომელშიც ჩანს, როგორ იღებენ ერთობლივ ფოტოს პოლიციელი და აქციის მონაწილე.


მკითხველის კომენტარები / 2 /
გახსოვთ ანეგდოტი? მეგრელი ბავშვი კახეთში რომ ჩაიყვანეს, იქნებ ქართული ისწავლოსო? იმან კი მთელი სოფელი მეგრულად რომ აალაპარაკა? ისე დაემართა ამერიკასაც, ჩვენთვის უნდოდათ დემოკრატიის ანბანი ესწავლებინათ და არაფერი გამოუვიდათ, სამაგიეროდ ჩვენ გამოგვივიდა და არჩევნების ისეთი გაყალბება ისწავლეს, მალე ჩვენ დაგვჭირდება მათთან სიარული კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ჟორა გაბრიჭიძე
19:17 07-01-2021
10
მეგრულის სწავლა, სვანურის და ლაზურის ყველა ქართველისთვის აუცილებელია მე რომ მკითხო, რაც შეეხება ამერიკას,სხვას ასწავლიდნენ ჭკუას და თვითონ გახდნენ ჭკუის სასწავლებელი.
ხვიჩა ფაჩულია ჟორა გაბრიჭიძეს
21:09 07-01-2021
19

სიახლეები პოპულარული