
წინა წელს კრშნამ 21 მატჩში 15 გოლი გაიტანა. 2 წლით ადრე კი ფიჯელი ავსტრალიის ჩემპიონატში თამაშობდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ვერ ვიტყვით, რომ ინდოეთის ლიგა უმაღლესი დონისაა, თუმცა როის გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო კლუბები საკმაოდ კარგ ხელფასებს იხდიან.
აი, კრიშნამ შვებულება სახლში გაატარა, თუმცა საკმაოდ ადრე დაასრულა - სამ ქვეყანაში 1
✈️ ფიჯის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდა, 1 საათიანი ფრენის შემდეგ ახალ ზელანდიაში დაფრინდა და ოუკლნდში 2-კვირიანი კარანტინი გაიარა.
"პარანოიკივით ვიქცეოდი. სულ დეზინფექციას ვატარებდი, ყველგან სპრტიანი საწმენდები მქონდა და რასაც ვეხებოდი, ყველაფერს ვწმენდდი,"- იხსენებს ფეხბურთელი.
კრიშნა კარანტინში იყო და გარეთ არ გადიოდა, არა და ამის უფლება ჰქონდა. როცა კარანტინი დასრულდა, როი ნათესავებთან წავიდა (ის ახალი ზელანდიის მოქალაქეც არის) და 1 კვირა მათთან გაატარა: გოლფი ითამაშა, პლაჟზე ისეირნა და ავსტრალიამდე გასაფრენ რეისს დაელოდა, რომელიც მხოლოდ 1 კვირის შემდეგ იქნებოდა.
თუმცა, კრიშნა თვითმფრინავზე არ არუშვეს. პროტოკოლი არასწორად შეავსო და რამდენიმე ტესტის გაკეთება მოუხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა სიდნეიში.
✈️ ავსტრალიამდე ფრენას 3 საათი დასჭირდა. 2 დღე კი კარანტინში გაატარა.
✈️ ამის შემდეგ 13 საათი დელიმდე. იქ კარანტინში მხოლოდ 1 დღე დაჰყო.
✈️ როგორც იქნა, კრიშნამ გოამდე ჩააღწია, ქალაქამდე, სადაც მისი კლუბი თამაშობს. თუმცა, იქ როის 2-კვირიანი თვითიზოლაცია მოსთხოვეს. ამ დროის მანძილზე ის ვარჯიშობდა და თანაგუნდელებს სკაიპით ეკონტაქტებოდა.
პირველი რეისიდან გუნდთან ერთად ჩატარებულ პირველ ვარჯიშამდე ზუსტად 40 დღე გავიდა. ბოლოს კი როიმ ამოისუნთქა:
"პირველ რაც გავაკეთე, გავიცექი და თანაგუნდელებს შევხვდი. ისე მომეწონა ქუჩაში ყოფნა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. თითქოს სახლში დავბრუნდი."
ინდოეთი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის დაწყებიდან 9 ტურია გასული, კრიშნას კი 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გახლავთ.
მომზადებულია Goal-ის მიხედვით