რაგბის ევროტურნირები შეჩერდა. თუ ფეხბურთშიც იგივე მოხდა, ის სრულად შეიცვლება - ამტკიცებს პრემიერლიგის მწვრთნელი

AutoSharing Option
კორონავირუსის საფრთხის გამო ევროტურნირები (ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ ქაფი) შეჩერებულია. რა მოხდება, თუ იგივე ფეხბურთშიც მოხდება? ამის შესახებ მოსაზრება "ვულვერჰემპტონის" მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ გამოთქვა.

"ვშიშობ, რომ თუ პაუზის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ფეხბურთი უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის. ყველაზე მეტად ამის მეშინია.

კალენდარი დაინგრევა და სეზონის დასრულება შეუძლებელი გახდება. ვგრძნობ, რომ ჩემპიონატის შეჩერების შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლება და ფეხბურთი ახალ სახეს მიიღებს.

სავარაუდოდ, გაჩნდება სუპერლიგა და მთავარი ის იქნება, რომელი კლუბები მოახერხებენ გადარჩენას. ეს რთული გადაწყვეტილება იქნება.

ახლა ყველანი
თავდაუზოგავად შრომობენ და ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, სეზონის გაგრძელებისათვის ვიბრძოლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულგრილნი ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც გარშემო ხდება.

თუ სიტუაციის გამო წუწუნს დავიწყებთ, პასუხი სეზონის შეჩერება იქნება. ეს კი უზარმაზარ გავლენას მოახდენს მომავლზე. ეს უეჭველია", - განუცხადა პორტუგალიელმა "დეილი მეილს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული