ლონდონის "არსენალი" მთავარ მწვრთნელად 3 კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე "ნაპოლის" თავკაცს, კარლო ანჩელოტის განიხილავს.

"მეთოფეთა" დროებით მწვრთნელად ფრედერიკ ლუნბერგი დანიშნეს, რომელიც ემერის ასისტენტი იყო, თუმცა კლუბი გრძელვადიან პერსპექტივას ეძებს.

გარდა ანჩელოტისა, "არსენალის" სიაში არიან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, რომელიც "ვულვერჰემპტონს" წვრთნის და ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი მიკელ არტეტა.

კარლო ანჩელოტის კონტრაქტი "ნაპოლისთან" მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს. იტალიელ სპეციალისტს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხადაძეს გთავაზოოობთ :))
Grisha
01:26 30-11-2019
1

სიახლეები პოპულარული