37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში გამოსარჩევი ფაქტი მოხდა - ამსტერდამის "აიაქსის" 37 წლის ფორვარდმა კლას იან ჰუნტელაარმა ჩემპიონატის ისტორიაში შესვლა მოახერხა.

"ტვენტესთან" გასვლითი შეხვედრის 89-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როცა ჰუნტელაარი მოედანზე გამოვიდა. გამოსვლიდან 1 წუთი არ იყო გასული, პირველივე შეხებით გოლი რომ გაიტანა და დედაქალაქელები დააწინაურა. ასევე, 1 წუთი არ იყო გასული პირველი გოლის შემდეგ, როცა უკვე მეკარეს თავზე ლამაზად გადაუგდო ბურთი და დუბლიც შეასრულა.

37 წლის ფორვარდი ერედივიზიონის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე 89+ წუთზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა.
მიმდინარე გათამაშებაში ჰუნტელაარს 7 გოლი აქვს გატანილი, მინდორზე კი მხოლოდ 386 წუთი გაატარა.

დღეს, 15 იანვარს, გავრცელდა ცნობა, რომ ნიდერლანდელი ფორვარდით ყოფილი კლუბი, "შალკეა" დაინტერესებული და ასაკის მიუხედავად, ზაფხულში მასთან 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავოო.. რამდენი ხანია ამ ფეხბურთელზე არაფერი მსმენია. მაგარია!
Biankonneri
19:52 15-01-2021
0

სიახლეები პოპულარული