კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "საფეხბურთო ფორმატთან" ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა:
"სიმართლეს გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ. უკრაინაში კარგ გუნდში გადასვლის იმედი მქონდა. ახლა "ვორსკლაში" ვიმყოფები და მესმის, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან კოლექტივმა კარგად მიმიღო, სამწვრთნელო შტაბმაც. პირადად დამირეკა მწვრთნელმა მაქსიმოვმა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები იყო, რადგან ასეთი რამ კარგა ხანია არავის უთქვამს.
გუნდში კარგი განწყობა და ამბიციებია. ამოცანები დასახულია. ვმუშაობ და ჩემი უნდა დავამტკიცო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინაიდან