ფეხბურთში ყველაფერი აირევა - ბობოლა კლუბები ფიფასთან და უეფასთან ომს იწყებენ!

AutoSharing Option
ევროპის გრანდი კლუბები თავიანთი სუპერლიგის შექმნას აპირებენ, რაც ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის დასასრულის მომასწავებელია და ბუნებრივია, თუ თავისი გაიტანეს, მათ ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. მოკლედ, ათწლეულების მანძილზე დამყარებული მთელი საფეხბურთო სისტემა სრულად დაინგრევა.

რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ფიფა და უეფა, ვინაიდან სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში, უფუნქციოდ და ფინანსების გარეშე რჩებიან. ამასთან დაკავშირებით ფიფამ განცხადება გაავრცელა:

"იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მედიაში გავრცელდა ევროპის ზოგიერთი კლუბის მიერ დახურული საფეხბურთო ლიგის შექმნის განზრახვის თაობაზე, ფიფა და ექვსი საფეხბურთო კონფედერაცია კიდევ განმეორებით აცხადებენ, რომ
ასეთი ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფასა და არც ერთი კონფედერაციის მიერ.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კლუბი და ფეხბურთელი, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, არ იქნება დაშვებული ფიფასა და ნებისმიერი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ შეჯიბრებაზე".

თუმცა, ეტყობა, ეს ბობოლებს არ აფრთხობთ. "ტაიმსი" ამტკიცებს, რომ სუპერლიგის შექმნა არათუ გადაწყვეტილია, არამედ ამისათვის ყველაფერი უკვე დაგეგმილია. კერძოდ: ტურნირის ორგანიზატორებს 18-გვერდიანი დოკუმენტი აქვთ შექმნილი, რომლის მიხედვით, სუპერლიგაში 15 გუნდი მუდმივი სტატუსის მქონე იქნება, ხოლო კიდევ 5 საკვალიფიკაციო ტურნირიდან შეირჩევა.

6 გარანტირებული ადგილი პრემიერლიგას ექნება, აგრეთვე - "რეალს", "მილანსა" და სხვებს. თითოეული მათგანი სუპერლიგაში შესვლისთანავე ავტომატურად 350 მილიონ ევროს მიიღებს.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან და სეზონში 18-23 მატჩს ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი დაიწყება,მივიღებთ დაახლოებით ნბა-ს ან ევროლიგის სისტემას,ან ჰოკეის.ნაკრებებს სახვეწარი გაუხდებათ კლუბებიდან ფეხბურთელების გამოძახება.სანაკრებო ფეხბურთი დაბალი დონე იქნება,ისევე როგორც კალათბურთში და წყეულ ჰოკეიშია,შესარჩევებში თამაშს იუკადრისებენ მილიონერი ფეხბურთელები და მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის წინ გაირეკლამებენ თავს რო აი ითამაშებს მსოფლიოზე ან ევროზე.დიდი ხანია მოკვდა ფეხბურთი,უბრალოდ ამას გაფორმება სჭირდება.ასე იცის ბევრმა და უკონტროლო ფულმა,საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებში 80 მილიონების გადახდამ.სამწუხაროა.ფულმა წალეკა ფეხბურთი,არამარტო ფეხბურთი,ზოგადად სპორტი და ზოგადად ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუკარგა.მხოლოდ ფულზე ფიქრობს დღეს ადამიანი,სხვა დანარჩენი ღიებულება მეორეხარისხოვანია სამწუხაროდ.გმადლობთ ყურადღებისათვის.
master
06:43 22-01-2021
0
ემოციების გარეშე:
1) ამ 20 კლუბიდან გარანიტრებულად ჩამოყალიბდება 3 ჯგუფი
ა) მუდმივი ააუტსაიდერები
ბ) მუდმივია შუაწელის
გ) მუდმივი ბობოლები.
აუტსაიდერებს თუკი მოუწევთ 2-3 წელი ამ პოზიციაში ყოფნა,მაშინ მალე დაკარგავენ სპონსორებს და უცბად გაღარიბდებიან. ვინ ჩაანაცვლებს მათ ისეთი ფულით რომ ბობოლებს დაეტაკნონ? ალბათ ხვდებით რომ ეს ურთულესი საკითხია, თან ფულის გარდა ფიზიკურად ფეხბურთელი უნდა გყავდეს.
თითქმის ასეთივე ბედი ელით შუა ხაზის კლუბებსაც, ამათი მუდმივი ბრძოლა ზედა ოთხეულთან მაგრამ გარანტირებული წარუმატებლობა და ამაში გადაყრილი მილიარდები ხარჯებს ვერ ამოიღებს, ამიტომაც 3-4 წელიწადში მათი დაუძლურება ისეთი დონის იქნება რომ ყოფილ ეროვნულ ლიგებშიც კი დაჰკარგავდნენ ადგილს ამ ხარისხით.
რამდენიმე წელიწადში ამ სუპერლიგის ხარისხი იმაზე მკვეთრად სუსტი იქნება ვიდრე ეს დღესაა ესპანეთსა და ინგლისში ან თუნდაც გერმანიაში,არაფერს ვამბობ იტალიაზე.
უცნაურ საკითხად რჩება გავარდნილი ხუთეულის ჩანაცვლება, ვინ იქნებიან ჩამნაცვლებლები და ესურვებათ კი ეროვნული ლიგების გამარჯვებულებს ამათი ჩანაცვლება? შეიძლება ბობოლების გარეშე ლიგები ისე მოეწყნონ რომ მათ ტელევიზიებისა და სხვა სპონსორებისაგან შემოსავალები იმაზე მეტი ჰქონდეთ ვიდრე აქამდის იყო?
როგორც ამ დღეებში რეალის და ბარსელონა, ასევე გერმანიის კლუბების თამაშებმა გვიჩვენა, რაც უფრო მდიდარია კლუბი მით უფრო სუსტდება ის როგორც კი რაიმე ფინანსური პრობლემები ექმნება, ამ კლუბების ფეხბურთელებს არამარტო დიდი ხელფსები აქვთ,არამედ ამაზე მეტი ზომსი კრედიტები, რადგან მათ სიხარბეს ზღვაერი არ აქვს და როგორც კი ფულის ნაკლებობა განიცდიან მაშინვე სტრესებში გადადიან,ეს რეალობაა და ეს ყველამ იცის. ხოლო ღარიბი კლუბების ფეხბურთელები ამ "სიამოვნებას" რომ მილიონებიანი კრედიტები ჰქონდეთ, მოკლებულნი არიან, მათი ცხოვრების წესი და საშუალებები სხვაა და მუდამ მზად არიან ძლიერებთან საბრძოლველად. რაც მოხდა რეალთან და ბარსელონასთან კი დავინახეთ, ერთი მეფურად ჩაწიხელს და მეფური პატივისცემით გააყუნცულეს, მეორე კი დამატებით დროში ძლივს გაუსწორდა გაშმაგებულ მესამე ლიგელს.
jango
15:17 22-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული