ბიცანის რეკორდამდე რონალდოს ბევრი უკლია - ამტკიცებენ ჩეხები

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ ავსტრიისა და ჩეხეთის ნაკრებების ყოფილი თავდამსხმელი იოზეფ ბიცანი გოლების გატანის მაჩვენებლით რეკორდსმენია და "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოს მისი რეკორდი არ დაუმხია.

გუშინ იტალიის სუპერთასზე რონალდომ "ნაპოლის" კარი დალაშქრა, კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა და გამოცხადდა, რომ ბიცანის რეკორდი დაამხო.

ჩეხები ამტკიცებენ, რომ ბიცანის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში გატანილი 821 გოლია. ასე რომ, თუ მათ დავუჯერებთ, რონალდომ ბიცანის რეკორდის დასამხობად კიდევ 62 გოლი უნდა გაიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიცანს დაეწევა, მაგრამ ჩემს უბნელს "პელეს" რომ ვეძახდით ვერა - 900 გოლი აქვს გატანილი და ახლაც თამაშობს ხოლმე იოსებიძეზე. :) მაგათ ინფორმაციას რომ დაუჯერო ევროპას ჯერ ჰიტლერმა და მერე სტალინმა რომ გადაუარა მაგ პერიოდში 600 გოლი გაიტანა 210 თამაშში ბიცანმა ?! ფრონტის ხაზზეც თამაშობდნენ თურმე ბრძოლებს შორის.
0
არც მაგი გაუჭირდება!!!
გიორგი
13:55 22-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული