5 საუკეთესო შეხვედრა, რომელიც დღეს (24 იანვარს) გაიმართება [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს ევროპის მასშტაბით ფეხბურთის შიდა ჩემპიონატების მატჩები გაიმართება.

5 საუკეთესო შეხვედრა კი ასეთია:

1. "ატლეტიკო" - "ვალენსია"

Sportall.Ge

დღეს, 24 იანვარს, 00:00 საათზე "ატლეტიკო" "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მადრიდელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ლა ლიგის 17 ტურის შემდეგ დიეგო სიმეონეს შეგირდები 44 ქულით ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ.

რაც შეეხება "ვალენსიას", ღამურები მათთვის შესაფერის თამაშს ვერ აჩვენებენ და 19 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან "ატლეტიკომ" 2-ჯერ მოიგო, 3-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა.

ბოლოს "ვალენსიამ" ლა ლიგის ეგიდით "ატლეტიკოს" 2014
წელს 3:1 მოუგო.

2. "ფეინოორდი" - "ალკმაარი"

Sportall.Ge

დღეს, 19:45 საათზე "ფეინოორდი" "ალკმაარს" მასპინძლობს.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ორივე კლუბ კარგად გამოიყურება. "ფეინოორდი" 17 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ალკმაარს", ამდენივე მატჩში დღევანდელ მეტოქეს 1 ქულით ჩამორჩებიან და 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.
ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან "ფეინოორდმა" 3-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "ალკმაარმა" ბოლოს გამართულ შეხვედრაში მეტოქე 3:0 დაამარცხა, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.
3. "ლაციო" - "სასუოლო"

Sportall.Ge

დღეს, 21:00 საათზე "ლაციო" "სასუოლოს" უმასპინძლებს.
ორივე კლუბი იტალიის სერია A-ში კარგად ასპარეზობს.
18 ტურის შემდეგ "ლაციოს" 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო "სასუოლოს" ამდენივე მატჩში თავი 30 ქულას მოუყარა და მე-8 ადგილზე იმყოფება.
ბოლოს გამართული 5 შეხვედრიდან "ლაციომ" მეტოქე 2-ჯერ დაამარცხა, ამდენჯერვე მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთი გამარჯვება დღევანდელმა სტუმრებმა მოიპოვეს.
4. "რენი" - "ლილი"

Sportall.Ge

დღეს, 20:00 საათზე "რენი" "ლილს" მასპინძლობს.
ორივე კლუბი საფრანგეთის ლიგა 1-ში კარგად გამოდის.
20 ტურის შემდეგ "რენი" 36 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ლილს", ამდენივე მატჩში 42 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
ბოლო 5 მატჩიდან 2-ჯერ გამარჯვება "რენმა" მოიპოვა, 2 მატჩის ფრედ დასრულდა, ხოლო 1 მატჩი "ლილის" სასარგებლოდ დასრულდა.

5. "ვერონა" - "ნაპოლი"

Sportall.Ge

დღეს, 18:00 საათზე "ვერონა" "ნაპოლს" მასპინძლობს.

იტალიის სერია A-ში ორივე კლუბი კარგად ასპარეზობს. 18 ტურის შემდეგ "ვერონა" 27 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ნაპოლს" 17 თამაშის შემდეგ 34 ქულით მე-5-ს იკავებს.

ბოლო 5 მატჩიდან 5-ივე "ნაპოლმა" მოიგო. "ვერონამ" ნეაპოლის გუნდთან გამარჯვება ბოლოს 2015 წელს იზეიმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული