21 წლის ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიაევი გასულ სეზონში "საბურთალოში" იჯარის წესით თამაშობდა, ეროვნული ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ქართულმა კლუბმა უკან დააბრუნა.
"დნიპრო" ბელიაევს კვლავ გაანათხოვრებს, ამჯერად უკრაინის პირველი ლიგის "ვპკ-აგროში".
ბელიაევი "დნიპროს" აღზრდილია. თამაშობდა უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. 2018 წელს "ზირკაში" იყო განათხოვრებული.