"რუბინის" დირექტორი: ხვიჩას ევროპულ კლუბში ჩემი მანქანით ჩავიყვან!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩასთან დაკავშირებით მომართვები სულ გვქონდა. დიდი ალბათობით, კლუბს ზამთარში არ დატოვებს. კვარაცხელია ისეთი ტალანტია, რომ... საზღვრებს თუ დაკეტავენ, ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან. მან ევროპის ღირსეულ, დიდ კლუბში უნდა ითამაშოს.

თუმცა ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ თამაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ლიდერის როლი ახლა იტვირთა, ყველა შეხვედრაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოდის. მასზე სულ რაღაც არის დამოკიდებული. როცა ამას ფსიქოლოგიურად შეეჩვევა, სხვაგან გადასვლა მისთვის უფრო ადვილი
იქნება.

"რუბინისთვის" ეს ბედნიერებაა, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ხომ ამ უდიდესი ტალანტის მომზადებაში ვიღებთ მონაწილეობას. კლუბში ხვიჩას 1 ზედმეტი დღითაც არ გავაჩერებთ. როცა საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს", - თქვა იაროვინსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩაკვეტაძეც რუსეთში რომ გადასულიყო ბელგიის ნაცვლად ახლა უმაღლესი დონის გუნდში ითამაშებდა. ზოგიერთ ვაი შმატრიოტს გონია რომ პოლონეთი ბელგია პორტუგალია ჯობია რუსეთის პრემიერ ლიგას. ინგლისის, გერმანიის ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის შემდეგ რუსეთი ყველაზე კარგი ვარიანტია.
გიორგი
02 თებერვალი 2021 12:12
2
ხვიჩას წარმატება და წინსვლა მე მგონი ყაზანელებს ჩვენზე მეტად გაუხარდებათ ისე უყვართ ეს ბიჭი და ესეც უმართლებთ იმედებს. მათ თვალწინ გაზრდილი ბიჭი ერთ დღეს ევროპულ გრანდში ითამაშებს და ეს საამაყოა ნამდვილად. კაი ტიპები ყოლია რუბინს შტაბში
ქართველი
02 თებერვალი 2021 10:01
0
მომწონს რუბინის ხელმძღვანელობის ასეთი თბილის დამოკიდებულება.
მაგრამ მე ვფიქრობ ესეც ხვიჩას დამსახურება.
როგორც ჩანს გამოირჩევა თავდაბლობით, ზრდილობით და ადამიანობით, ამიტომაც ხელმძღვანელობისგანაც აქვს თბილი დამოკიდებულება.
las
02 თებერვალი 2021 09:52
0
კაი ტიპია ეს დირექტორი
კახა ქ.
02 თებერვალი 2021 02:26
0
მთავარია არ იჩქაროს და ვარჯიშს არ მოუკლოს. დანარჩენი აუცილებლად მოვა მაგარი ფეხბურთელი დადგება საქართველოს საამაყო
ჯონი
02 თებერვალი 2021 00:23
0
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, ჯიგარი!!!
კ ო მ ბ ლ ე
01 თებერვალი 2021 22:57
0
როგორ ეტყობა რომ რუბინი კაცების გუნდია,პრეზიდენტიც და სლუცკიც მაგრები არიან.ხვიჩამაც მაგრად შეაყვარა თავი როგორც ლამაზი ფეხბურთით ასევე ადამიანობით.მადლობა მშობლებს.
ამაშია საქმე
01 თებერვალი 2021 22:20
0
კარგად ჟღერს მაგრამ მანდ შურიანმა რუსებმა რამე არ დაუშავონ!!!!!
სოლომონი
01 თებერვალი 2021 20:05
20
ვეთანხმები 100 პროცენტით!
წარმატებები ხვიჩა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
01 თებერვალი 2021 17:58
0
საკმაოდ საღად მსჯელობს, მე ვეთანხმები
ალეკო
01 თებერვალი 2021 15:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული