"რუბინის" დირექტორი: ხვიჩას ევროპულ კლუბში ჩემი მანქანით ჩავიყვან!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩასთან დაკავშირებით მომართვები სულ გვქონდა. დიდი ალბათობით, კლუბს ზამთარში არ დატოვებს. კვარაცხელია ისეთი ტალანტია, რომ... საზღვრებს თუ დაკეტავენ, ევროპაში ჩემი მანქანით ჩავიყვან. მან ევროპის ღირსეულ, დიდ კლუბში უნდა ითამაშოს.

თუმცა ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ თამაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ლიდერის როლი ახლა იტვირთა, ყველა შეხვედრაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოდის. მასზე სულ რაღაც არის დამოკიდებული. როცა ამას ფსიქოლოგიურად შეეჩვევა, სხვაგან გადასვლა მისთვის უფრო ადვილი
იქნება.

"რუბინისთვის" ეს ბედნიერებაა, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ხომ ამ უდიდესი ტალანტის მომზადებაში ვიღებთ მონაწილეობას. კლუბში ხვიჩას 1 ზედმეტი დღითაც არ გავაჩერებთ. როცა საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს", - თქვა იაროვინსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩაკვეტაძეც რუსეთში რომ გადასულიყო ბელგიის ნაცვლად ახლა უმაღლესი დონის გუნდში ითამაშებდა. ზოგიერთ ვაი შმატრიოტს გონია რომ პოლონეთი ბელგია პორტუგალია ჯობია რუსეთის პრემიერ ლიგას. ინგლისის, გერმანიის ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის შემდეგ რუსეთი ყველაზე კარგი ვარიანტია.
გიორგი
12:12 02-02-2021
2
ხვიჩას წარმატება და წინსვლა მე მგონი ყაზანელებს ჩვენზე მეტად გაუხარდებათ ისე უყვართ ეს ბიჭი და ესეც უმართლებთ იმედებს. მათ თვალწინ გაზრდილი ბიჭი ერთ დღეს ევროპულ გრანდში ითამაშებს და ეს საამაყოა ნამდვილად. კაი ტიპები ყოლია რუბინს შტაბში
ქართველი
10:01 02-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული