"რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი..." - რონალდო დაბადების დღის მილოცვებს გამოეხმაურა [PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრისტიანო რონალდო 36 წლის გახდა. ამის აღსანიშნავად, ფეხბურთელმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ოჯახური ფოტო განათავსა სადაც მის გულშემატკივრებს "მადლობას" უხდის. 

"36 წელი, დაუჯერებელია! თითქოს ყველაფერი გუშინ დაიწყო, მაგრამ ეს მოგზაურობა თავგადასავლებითა და ისტორიებით უკვე გაივსო.

ჩემი პირველი ბურთი, ჩემი პირველი გუნდი, ჩემი პირველი გოლი... მიფრინავს დრო!

მადეირადან ლისაბონამდე, ლისაბონიდან მანჩესტერამდე, მანჩესტერიდან მადრიდამდე, მადრიდიდან ტურინამდე, მაგრამ გულის სიღრმიდან სამყარომდე....

რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი, უკან არასდროს დამიხევია, ყოველთვის ვცდილობდი საუკეთესო ვყოფილიყავი.

36-ე დაბადების დღეს აღვნიშნავ და მე-20 წელს, როგორც პროფესიონალი
ფეხბურთელი, ვწუხვარ, რომ ამას კიდევ 20 წელს ვერ გავაკეთებ. მაგრამ რაც შემიძლია დაგპირდეთ, ისაა, რომ სანამ მე ვთამაშობ, ჩემგან მოედანზე 100%-ზე ნაკლებს ვერასდროს მიიღებთ!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ დღის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერისთვის, კეთილი შეტყობინებებისა და ინიციატივებისთვის. ეს ბევრს  ჩემთვის ნიშნავს და თქვენ ყველას განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ ჩემს გულში." - განაცხადა რონალდომ 

Sportall.Ge

მომზადებულია india-ს მიხედვით


alt"1043 შეხვედრა, 762 გოლი..." - პორტუგალიელი ლეგენდა 36 წლის გახდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი მსოფლიო კამათობს,ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.პელე?მარადონა?რონალდო?იქნებ მესი?მაგრამ თუ კითხვას ასე დავსვავთ,ვინ არის მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელებიდან, უდიდესი პროფესიონალიო,პასუხი,ცალსახად რონალდო იქნება
სოსო
17:39 06-02-2021
1

სიახლეები პოპულარული