რონალდომ და მისმა მეუღლემ პატარა ტომასი სიკვდილისგან იხსნეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო თავის მეუღლესთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად, კიბოთი დაავადებულ პატარა ბიჭს დაეხმარა. სუპერვარსკვლავმა პატარა ბიჭს ძვირად ღირებული ოპერაცია დაუფინანსა. 

2019 წელს 7 წლის ტომასს თავის ტვინის კიბო დაუდგინდა. 2020 წლის ოქტომბრის თვეში მკურნალობის შემდეგ დაავადებამ თავი კვლავ იჩინა. პატარა ბიჭის მშობლებს ხელახალი ოპერაციისთვის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ საზოგადოებას დახმარება სთხოვეს. 

2021 წლის 7 თებერვალს მათ კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესს "ინსტაგრამსთორის" მეშვეობით მადლობა გადაუხადეს. 

"მადლობა ჯორჯინასა და რონალდოს დახმარებისთვის, მხარდაჭერისა და კეთილი გულისთვის. ახლა ტომასს საჭირო მკურნალობა ჩაუტარდება" - დაწერა კრიშტიანოს მეუღლის
დამ, ივან როდრიგესმა. 

ახლა ტომასი ბარსელონაში მდებარე კლინიკა "ვალ დ'ემრონში" მკურნალობს. მასზე ექიმები ზრუნავენ. 

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

alt"რაც შემეძლო ყველაფერი მივეცი..." - რონალდო დაბადების დღის მილოცვებს გამოეხმაურა [PHOTO]

alt"ქალბატონი წითელში" - რონალდოს მეუღლე ნაძვის ხესთან "პოზიორობს" [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ქველმოქმედება დიდებულია!
ვახო...
17:23 09-02-2021
0
და, მესი ვის დაეხმარა?
სტატუს ქუო
18:42 09-02-2021
9

სიახლეები პოპულარული