ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბაიერნმა" მექსიკის "ტიგრესი" 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული. გოლი 59-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა გაიტანა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენური გუნდის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს.
"ბაიერნმა" უკანასკნელ 7 თვეში 6 ტურნირი მოიგო.
მესამე ადგილისთვის მატჩში ეგვიპტის "ალ-ახლიმ" პენალტების სერიაში ბრაზილიის "პალმეირასს" 3:2 სძლია (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა).