"შემიძლია მესის დავურეკო და სადაც გინდა, იქ ვითამაშოთ... - გვარდიოლა ფლიკს მიმართავს

AutoSharing Option
გუშინ "ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და პეპ გვარდიოლას უნიკალური შედეგი, ერთ სეზონში მოგებული 6 თასი, გაიმეორა. პეპმა "რეკორდმაისტერის" თავკაცი ჰანსი ფლიკი გამოიწვია, როგორც შეჯიბრება მე-7 ტიტულისთვის. 

"ბაიერნის" ფეხბურთელებსა და ოჯახის წევრებს ამ უდიდეს წარმატებას გილოცავთ. განსაკუთრებით, იმას, რომ შეძელით და მოიგეთ 6 ტიტული სეზონში. ვამაყობ, რომ ერთ დროს ამ გუნდის მწვრთნელი ვიყავი. 

მაგრამ მინდა ჰანსის ერთი რამ ვუთხრა: შენ მეორე მწვრთნელი ხარ, რომელმაც ეს შეძლო. მანამ, სანამ შენ იქნებოდი, სხვა გუნდი გახლდათ და ეს გუნდი "ბარსელონა" იყო... ასე რომ, შემიძლია მესის
დავურეკო და სადაც გინდა, იქ ვითამაშოთ მე-7 ტიტულისთვის", - განაცხადა პეპმა. 

შეგახსენებთ, გვარდიოლამ 2008/09 წლებში "ბარსელონას" ერთ სეზონში 6 ტიტული მოაგებინა. 


მომზადებულია dailymail-ის მიხედვით 

alt"რატომ უნდა ვეთამაშოთ "ტოტენჰემს" ან "ევერტონს"?.." - პეპ გვარდიოლა


alt"ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 6 /
ეტყობა გულმავიწყია და აღარ ახსოვს ბაიერნმა 2013 წელს ხავი,ინიესტა,მესის ბარსელონა ჩ.ლ-ზე 4-0 და 3-0 რომ გაანადგურა.
საუკუნის სირცხვილი 8-2
17:23 12-02-2021
15
ის მოჭრილი ხესავით დავარდნილი ბოატენგი თუ არ გახსოვთ, მეტრანახევრიდან ორმეტრიან ნოიერს მესიმ თავზე ბურთი რომ გადაუგდო ეგ მაინც არ გახსოვთ?
დიმო
19:45 12-02-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული