"რეალი" წარმოუდგენელი იქნება, თუ ამ ორიდან ერთ-ერთს დაიმატებს

AutoSharing Option
დიდია შანსი იმისა, რომ მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპე ან ერლინ ჰოლანი დაიმატოს. ივლისში მოახლოებული არჩევნების გამო ფლორენტინო პერესმა იცის, რომ წლევანდელ სეზონში ტიტულით დამთავრება აუცილებელია, რათა მისი პოზიცია არ შეირყეს. 

კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ "რეალს" გოლის გამტანი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ქარიმ ბენზემა შესანიშნავად გამოიყურება. შეგახსენებთ, ბენზემას ამ სეზონში 17 გოლი დაუგროვდა. 

ფრანგ ფორვარდს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის ტრიო - კაზემირო, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი - ეხმარება, თუმცა აშკარაა, რომ გოლის გამტანია საჭირო. თუ "თეთრების" ნახევარდაცვა კარგ თამაშს განაგრძობს, ამ
ფორმაციის "რეალს" მოწინააღმდეგისთვის დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც "არაფრიდან" გოლს შექმნის. 

ვინისიუსი და ასენსიო სეზონში ბევრ გოლს ვერ იტანენ. ამას დავუმატოთ ედენ აზარის გამუდმებული ტრავმიანობა. სწორედ ამიტომ, გუნდში მთავარ გოლეადორებად ქარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და კაზემირო გვევლინებიან. რომ დავუმატოთ ამ ოთხეულს ჰოლანი ან მბაპე, აბსოლუტურად ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტები გახდებიან, მაგრამ ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს "რეალი" ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას ვერ მოიგებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რეალი": მას არანაირ თანხად არ გავყიდით...


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაალანდი შუაში და ფლანგებზე მბაპე (ასენსიო.ვინისიუსი. როდრიგო.) ანუ ნებისმიერი ათი წელი რეალს თავეამსხმელი აღარ დაჭირდება . ბენზემა და აზაი კი კარგები არიან მაგრამ ასაკი აქვთ უკვე ისეთი რომ გასხვისებაც შეიძლება . რაც შეეხება ნახევარდაცვას კაზემიროსთან ერთად პოგბა კროოსი და ფედე ვალვერდე. დაცვაში კი ზუსტად რამოსის სტილის ფეხბურთელია დელიხტი. ფლანგებზე კი მენდი და დევისი . აი გალაკტიკოსი გახდება მერე რეალი
ტოტტი
16:27 15-02-2021
4

სიახლეები პოპულარული