კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ "რეალს" გოლის გამტანი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ქარიმ ბენზემა შესანიშნავად გამოიყურება. შეგახსენებთ, ბენზემას ამ სეზონში 17 გოლი დაუგროვდა.
ფრანგ ფორვარდს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის ტრიო - კაზემირო, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი - ეხმარება, თუმცა აშკარაა, რომ გოლის გამტანია საჭირო. თუ "თეთრების" ნახევარდაცვა კარგ თამაშს განაგრძობს, ამ
ვინისიუსი და ასენსიო სეზონში ბევრ გოლს ვერ იტანენ. ამას დავუმატოთ ედენ აზარის გამუდმებული ტრავმიანობა. სწორედ ამიტომ, გუნდში მთავარ გოლეადორებად ქარიმ ბენზემა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და კაზემირო გვევლინებიან. რომ დავუმატოთ ამ ოთხეულს ჰოლანი ან მბაპე, აბსოლუტურად ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტები გახდებიან, მაგრამ ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს "რეალი" ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას ვერ მოიგებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით