რობერტ ლევანდოვსკი და MLS? პოლონელი მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" კვლავაც შესანიშნავად ასპარეზობს. გერმანულმა გიგანტმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში "ლაციო" რომში 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. "ბაიერნი" განმეორებით მატჩს 17 მარტს გამართავს. 

"ლაციოს" დამარცხების შემდეგ CBS Sports-მა რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე ფეხბურთელთან მცირედი ინტერვიუ ჩაწერა. 32 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს, შემდეგ კი მისი მომავალი უცნობია. 

"ამერიკაში თამაში? არ ვიცი, ეს რას ნიშნავს ან როგორი გრძნობაა. რამდენიმე პოლონელი, ასევე, ჩემი ნაცნობი გერმანელები წავიდნენ ამერიკაში და მითხრეს, თუ როგორია იქ ცხოვრება,
მაგრამ პირადად მე არ ვიცი, როგორ შევეწყობი. ჩემი აზრით, MLS დროდადრო ვითარდება. რა თქმა უნდა, მათ წინსვლა სურთ და ეს ძალიან კარგია. ამ მომენტისთვის მე არსად გადასვლას არ ვფიქრობ, მე "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ". 

თავდამსხმელმა ასევე "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა კანადელზე, ალფონსო დევისზე ისაუბრა: 

"ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა პოზიტიურია და მონდომებული. ვიცი, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს და ამის გამოსაყენებლად მან ბევრი უნდა იმუშაოს, რადგან ტალანტი ყველაფერი არ არის და ალფონსომ ეს კარგად იცის", - განაცხადა ლევანდოვსკიმ. 


მომზადებულია as-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული