"გენტმა" იარემჩუკს კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელა

AutoSharing Option
"გენტმა" უკრაინელ თავდამსხმელს, რომან იარემჩუკს კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელა, - იტყობინება Het Nieuwsblad-ი.

იარემჩუკის ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდიოდა, ახლა კი ბელგიურ კლუბთან თანამშრომლობა 2 სეზონით გაახანგრძლივა.

ფეხბურთელის აგენტებმა თავისი კლიენტი "ბრიუგეს" შესთავაზეს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "გენტმა" რომანს სასწრაფოდ გაუგრძელა კონტრაქტი. თუმცა, მასში სპეციალური პუნქტია შეტანილი, რომ თუ კარგმა კლუბმა კარგი თანხა შესთავაზა, "გენტი" დაბრკოლებას არ შეუქმნის.

იანვარში იარემჩუკის შეძენას "სპორტინგი" ამაოდ შეეცადა, რადგან ფორვარდს ევროპის ტოპ 5 ლიგის რომელიმე გუნდში უნდა გადასვლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული