ღირსება - მიქაუტაძემ გოლი შეგნებულად არ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მეორე ლიგის 21-ე ტურში, "მოლენბეკთან" მოგებულ გასვლით მატჩში (4:2), "სერენის" 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა შეეძლო დუბლი შეესრულებინა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთა. არადა, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა.

დავაკონკრეტოთ: მიქაუტაძემ 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პასი გამბიელ ნახევარმცველ აბდულა ჯელოუს გაუკეთა. მისი დარტყმული ბურთი კარში შედიოდა, თავად გიორგი კარის წინ იდგა, უბრალოდ ბურთისთვის ფეხი უნდა მიერტყა და გოლი მას ჩაეთვლებოდა, თუმცა არ იკადრა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 18 მატჩში
18 გოლი გაიტანა და დანტე ვანზეირთან (უნიონი) ერთად ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა თქმაშგარე ბურთი მეკარისგან მიუვიდა, ღირსეული ბიჭია
გიორგი
05 მარტი 2021 01:04
11
ესეთი რამ ერთხელ კახი ასათიანმა გააკეთა. დიდი მიშა მესხის ცაწოდებულს ტანით გადაეფარა და კარისკენ გაატარა... ეს "დინამოს" სტადიონზე მოხდა.
tngh
05 მარტი 2021 15:12
0
გაჩერეთ ვიდეო მეთექვსმეტე წამზე და დააკვირდით ბურთის დარტყმის მომენტში გიორგი არის თუ არა მეკარესთან ერთ ხაზზე
შოკირებული გულშემატკივარი
05 მარტი 2021 10:19
0
დაეკონტაქტეთ ვინმემ იქნება თავდასხმაში გვეშველს :(
koba
05 მარტი 2021 15:28
0
tqven memgoni tvalebidan ver xedavt
დავით
05 მარტი 2021 00:57
1
გააჩნია ვის გულისხმობ, ვინც თამაშგარეს აწვება თუ პირიქით? :))))
გიორგი
05 მარტი 2021 03:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული