მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ განაცხადა, რომ მის მემკვიდრედ ფრანგი ფორვარდი, პსჟ-ს ფეხბურთელი კილიან მბაპე მიაჩნია.
"არ ვხუმრობ, მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს. მაღალ სისწრაფეებზე თამაშისას მის ბევრ შესაძლებლობას ვხედავ, ისეთი თავდამსხმელია, რომელიც სწრაფად აზროვნებს.
როცა კილიანს ბურთი მისდის, იცის რა ქნას, საით წავიდეს, თამაში როგორ განაგრძოს, საუკეთესო გადაწყვეტილება უკვე მზად აქვს.
თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის,"- განაცხადა 80 წლის პელემ La Gazzetta dello Sport-ტთან საუბრისას.
2020/21 წლების სეზონის ლიგა 1-ში კილიამ მბაპემ 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა. 2018 წელს ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით