"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ძალიან უნდა, ერთ დღეს "ბლაუგრანასა" და ლონდონში მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტიერის სამწვრთნელო კარიერა ისეთი ნამდვილად არ გამოდგა, როგორსაც მოელოდა, მას ნამდვილად სურს დიდი კლუბის გამოწვევებთან ბრძოლა.

"თუ მკითხავთ, ვოცნებობ თუ არა, გეტყვით, რომ კი, ვოცნებობ, მაგრამ როდესაც არ ოცნებობთ, იღვიძებთ და ეს რეალობაა ძალიან სასიხარულო. მინდა თუ არა "არსენალის" მწვრთნელობა? დიახ! მინდა თუ არა იგივე "ბარსელონაში"? რა თქმა უნდა! ვითამაშებდი მათთვის? დიახ, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ მე ეს
აღარ შემიძლია. 

მე ვსწავლობ, მინდა სამწვრთნელო კარიერა წარმატებული გამოვიდეს. თუ შენს შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ, ლოგიკურია, მსგავსი შანსი მეორედ არ მოგეცემა.

მე ვკონცენტრირდები იმაზე, რაც კარგად გამომდის. მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით? დიახ, მაგრამ მე მასსავით სიმღერა არ შემიძლია. მე უნდა გავაკეთო ის, რაც კარგად გამომდის.
მე "არსენალის" მიმდევარი ვარ! თუ ჰკითხავ "მეთოფეების" გულშემატკივრებს, უნდათ თუ არა, ვიყო მათი მთავარი მწვრთნელი, გეტყვიან, რომ კი... თუ ჰკითხავ, რომ უნდათ თუ არა, ისევ მათი გუნდის მაისურით ვიტანდე გოლებს, გეტყვიან, რომ კი... 

ამრიგად, ერთ დღეს თუ მომეცემა საშუალება, რომ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი ვიყო, ამას აუცილებლად საუკეთესოდ გამოვიყენებ, მაისურსაც მოვირგებ და "ემირატების" მოედანზე ბალახსაც კი გავკრეჭ" - განაცხადა ანრიმ Four Four Two-სთან ინტერვიუში.


მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ანრი იქნება ეშველოს არსენალს რამე, ეხლა კომენტარში რო დამიპოსტოს :)
კობა
17:05 10-03-2021
0
რიჩისავით?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული