ქართული პასპორტის მიღებამდე წიტაიშვილმა ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში, "მარიუპოლთან" გასვლით მატჩში მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.

ამის შესახებ ინფორმაცია წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა და ამ სეზონში ვერ ითამაშებს.

გიორგი კიევის "დინამოს" "ვორსკლაში" ჰყავდა იჯარით გაშვებული და დროზე ადრე დააბრუნა უკან. მან მალე საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული