შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შტეფან ლიხტშტაინერი ფეხბურთელის კარიერის დასრულებიდან 9 თვეში მესაათე გახდა.
38 წლის ლიხტშტაინერმა მუშაობა ციურიხის საათების ფაბრიკაში დაიწყო, სადაც ჯერ სტაჟირებაზე იმყოფება.
"ეს სამუშაო ძალიან მომწონს. ყოველთვის მიყვარდა საათები. როგორ ვმუშაობ? ამაზე, უკეთესია, ჩემს უფროსს ჰკითხოთ! მინდა ეს საქმე შევისწავლო, მექანიზმი დავშალო და ავაწყო და საათების ინდუსტრიას კარგად გავეცნო. შვეიცარიაში ეს ძალიან მაღალ დონეზეა", - ციტირებს ლიხტშტაინერს 20 Minuten-ი.